ჟურნალისტი, იამზე კიკნაძე  პარლამენტში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ადა  მარშანიას გამოსვლაზე  euronews-სთან კომენტარს აკეთებს:

„ნახევრად ცარიელი დარბაზი, საქართველოს პარლამენტია, თუ…..მოუსმინეთ! მოუსმინეთ, დეპუტატ ადა მარშანიას, როგორ შეფასებას აძლევს ქალბატონი დეპუტატი, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ორთვიან მუშაობას. და, ნუთუ, დეპუტატებო, შეხსენება გჭირდებათ, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფებით და არა, _ კოლმეურნეობის საბჭოს სხდომაზე?! ვისი ან რისი იმედი უნდა გვქონდეს, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას?! როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე _ გია ვოლსკი, დეპუტატ მარშანიას „შენიშვნებზე” პროტესტის ნიშნად „დემონსტრაციულად” ტოვებს სხდომათა დარბაზს?! როდესაც საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს ზოგიერთი ლიდერი, პარლამენტარი, თავჩაღუნული დარბაზიდან „ვირტუალურ სამყაროშია” გადასული და მოწყვეტილია „შიდა სამყაროს”?! როდესაც ქალბატონი მარშანია, უჩვეულოდ განერვიულებული ტონით საუბრობს აფხაზეთის ირგვლივ შექმნილ უმძიმეს პრობლემებზე, „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“-ს სიით გასულ პარლამენტარ ზვიად კვაჭანტირაძეს, ბენუას „მადონას” უკბილო ღიმილი დაურბის სახეზე?!

ეს კატასტროფაა!!! აფერუმ, თქვენ ქალბატონო ადა! აფერუმ, თქვენს სიმართლეს! თქვენს, მამულიშვილურ სიყვარულს! ქალბატონო ადა, ყოველთვის, განსაკუთრებული მოწიწება და პატივისცემა გამაჩნდა თქვენს მიმართ. ამიერიდან, ეს ყველაფერი -გაასმაგებულია!“

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი