ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა, ნათია გობაძე “კურიერთან” ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძე საკუთარ შვილებზეც ხშირად ძალადობდა.

,,რამდენჯერ ხელიდან გამომიგლეჯია. ბავშვი მკვდარი გამიცოცხლებია. მაგისი გოგო, 6 თვის ფეხმძიმე, კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა. მარტო ჩემი შვილი კი არა, შვილიშვილიც ჰყავს მოკლული. მე იმის გამო გამისწორდა ფიზიკურად, რომ შერიგებაზე უარს ვეუბნებოდი. მეუბნებოდა- ან ჩემს გვერდით იქნები, ან უნდა მოგკლა. ჩემს გვერდით თუ არ იქნები, მიწაში უნდა იყოო”, – განაცხადა გობაძემ.

მისი თქმით, მის ყოფილ მეუღლეს მოკლულ თაკო გამრეკელაშვილთან ის პრობლემა ჰქონდა, რომ გოგონა მუდმივად მიუთითებდა დედას იმას, რომ მის მეუღლეს ის არ უყვარდა და მხოლოდ იყენებდა.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი