პოლიტიკა

“მარიხუანა რჩება დასჯადი, არავის ქონდეს ილუზია, რომ რაღაც ლეგალიზაცია ხდება”

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია მათ მიერ შემუშავებულ ახალ ნარკოპოლიტიკასთან, რომელიც პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.

როგორც „ქართულ ოცნებაში“, ასევე საპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ მარიხუანას მოწევის გამო, ადამიანები ციხეში არ უნდა იჯდნენ.

„მარიხუანა რჩება დასჯადი, ასე რომ არავის არ ქონდეს იმის თაობაზე ილუზია, რომ რაღაც ლეგალიზაცია ხდება მარიხუანის. საუბარია იმაზე, რომ გაყიდვა, გასაღება, გადაცემა რჩება დასჯადი, უბრალოდ პირადი მოხმარების მიზნით და დედგენილირაოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში, აღარ იქნება ნასამართლეობა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი,“ – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

შეფასება გააკეთა ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა. 

„ჩვენ ზოგადად მხარს ვუჭერთ იმას, რომ მოხდეს ლიბერალიზაცია შესაბამისი პოლიტიკის და ადეკვატური იყოს ის ღონისძიებები რაც ტარდება მომხმარებლების მიმართ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისა,“ – აღნიშნა სამადაშვილმა.

დღეს არსებულ კანონდებლობას უარყოფითად აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„დღევანდელი არსებული მახინჯი კანონმდებლობა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ ძალიან ბევრი ახალგაზრდის უბრალოდ ციხეში გასაშვებად, მოხდეს ამ კანონმდებლობის ჩამოყალიბება, დახვეწა,“ – აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სარჩელზე, რომელიც მარიხუანას პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციას გულისხმობდა, საკონსტიტუციო სასამართლო თითქმის წელიწადნახევარი მსჯელობდა. სასამართლოს განცხადებით, მოპასუხე მხარემ, ანუ სახელმწიფომ ვერ წარადგინა მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საფრთხეს. სასამართლოს თქმით, პირს უფლება აქვს თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close