გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან, მოსმენების კანონპროეტს ვეტო დაადო, რადგან კანონპროექტში 2 ძირითადი ხარვეზი გამოიკვეთა.

„პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციების შედეგად  გამოიკვეთა ძირითადში 2 ხარვეზი. პირველი – ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე – კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებად ხარჯები, რომლებსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაკიცო კომპანიებს…

2014 წლის 29 ნოემბერს, მე იგივე კანონს დავადე ვეტო. მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ დიდი ზარზეიმით, როგორც წარმატება ამცნო საზოგადოებას, რომ მათ ვეტო დაძლიერს, მაგრამ მალევე, საკონსტიტუციო კომისიამ გააჩერა ამ კანონის მოქმედება და დღეს ჩვენ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მოცემულ ვადებში ვმუშაობთ, 2017 წლის 31 მარტამდე დაევალა პარლამენტს ახალი კანონის შემუშავება…

საერთოდ, საზოგადოებას მინდა გავახსენო ვეტოების ისტორია, რადგან კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ ამაზე. მე ვეტო „ეროვნული ბანკის” კანონმდებლობის შესახებ გამოვიყენე და სულ რამოდენიმე დღეში მომივა ხელმისაწერად ახალი კანონი, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა.

მინდა გაგახსენოთ, კოალიციურმა უმრავლესობამ საზოგადოებას ამცნო იმ ვეტოს დაძლევა, მაგრამ მალევე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ის ვეტო, ხოლო ახლა, წელიწადნახევრის მერე, ჩვენ ვხედავთ ახალ ნამუშევარს, ახალ კანონპროექტს, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებს იმ პოზიციებს, რაც მე ვეტოში მქონდა დაფიქსირებული, რომელიც ასეთი დიდი წარმატებით დაძლია საპარლამენტო უმრავლესობამ.

მიმდინარე წელს, 25 იანვარს მე გამოვიყენე ვეტოს უფლება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. აქაც საზოგადოებას ამცნეს, რომ შესაძლებელია ვეტოს დაძლევა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ძალიან მალევე, 15 თებერვალს, ამ კანონთან მიმართებაშიც, საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც მე ვეტოში მქონდა მითითებული. ანუ, საზოგადოებას შეუძლია ადევნოს თვალი ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც არა უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობები, არამედ ქვეყანა იღებს ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე.

მე მინდა საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობას მივმართო, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებულია მთლიანად საზოგადოება, ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ, ამ ვეტოს წერის პროცესში, მანამ, სანამ კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოოთ კონსულტაციები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტო-ს წერის პროცესში მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, შესაბამისად,  იცით რა, რომ გვჯერა, „ქართულ ოცნებას” შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო, დავიწყოთ მუშაობა, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ.

იმ ფონზე, როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ შესაძლებელია დრო დადგეს, ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენ შენიშვნებს, ამ ვეტო-ს დაძლევის დემონსტირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი