,,ათი წელია ველოდები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩემს საქმეზე. ძნელია ათი წელი ელოდო სიმართლის დადგენას, მაგრამ ღირს იმად, რომ დაამტკიცო საკუთარი სიმართლე. ათი წელი ეპოქა და ბევრი ღირსეული ადამიანი ვერ მოესწრო სიცოცხლეში, რომ სამართლიანობა ეზეიმა.

ჩემს მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემურ და და მიზანმიმართულ დანაშაულებრივ ქმედებებს სახელმწიფოს და სასამართლოს მხრიდან, რაც ამომწურავად იქნება შეფასებული ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოქვეყნდება 2017 წლის 1 ივნისს ევროპულ სასამართლოს ვებ გვერდზე. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დღეს მივიღე. სიმართლისთვის ბრძოლა ღირს” _ აცხადებს ცნობილი ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ნოზაძე ერთ-ერთი ადვოკატია, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს, სახელმწიფო რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი