შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ლაპარაკობს მოსკოვის” მთავარი რედაქტორის, ვლადიმერ მამონტოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევას, დანაშაულს ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა გაუვიდა.

“მისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2009 წლის შემდეგ შესვლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. მას პასპორტში არ ჰქონდა შტამპი. შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, არ შემოეშვა. კანონი არ ითვალისწინებს პირის საზღვრიდან გაბრუნებას. უნდა დაიწყოს გამოძიება და მიეცეს პასუხისგებაში. სასჯელის სახეს მოსამართლე განსაზღვრავს (ჯარიმა ან პატიმრობა). ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს საზღვრიდან არ გაუბრუნებიათ. არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა”, – აცხადებს უწყება.

ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

ვლადიმერ მამონტოვი თბილისში საერთაშორისო სამხრეთკავკასიურ მედიაფორუმში მონაწილეობს. ის საქართველოში 2015 წელსაც იმყოფებოდა.

Civil.ge-ს არქივის მიხედვით, 2009 წლის 2 სექტემბერს “იზვესტიის” მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი და რუსეთის პირველი არხის თოქშოუს წამყვანი მაქსიმ შევჩენკო აეროპორტიდან მოსკოვში გააბრუნეს.

“უკვე მეორედ შემიშვეს და რატომღაც ახლა გაიხსენეს”, – ამბობს ვლადიმერ მამონტოვი.

“არანაირი სამთავრობო შეხვედრები არ იგეგმება. დაირღვა თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, შესაბამისი ორგანოების დასადგენია. სართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა უწყება მოქმედებს კანონის შესაბამისად. ამ შემთხვევაშიც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება”, – განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ მიხეილ შვიდკოისთან შეხვედრას ადასტურებს – “ის საქართველოში პირადი ვიზიტით იმყოფება. მას დიდი ხანია ვიცნობ. მქონდა პირადი კომუნიკაცია. ვისაუბრეთ პირადულ საკითხებზე. რაც შეეხება მამონტოვს, საერთოდ არ ვიცნობ. ტელევიზიით გავიგე, რომ ოკუპაციის კანონი დაარღვია. მთავრობას ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს”.

მიხეილ შვიდკოი აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი