ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, დასავლური ზოდიაქოს მიხედვით 2017 წლის ფავორიტი სასწორის ნიშანია, რომელსაც მომავალ წელს წარმატების ძალიან მაღალი შანსი აქვს.
მისი თქმით, სასწორი მართავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა, იურისპოდენცია, პოეზია, ხელოვნების ფართო სპექტრი. აქ არის შანსი წარმატების მიღწევის.

“სასწორის გარდა ვერძი. მამალი აქტიური და ენერგიულია და უყვარს ვერძივით მებრძოლი ადამიანები, ამიტომ ძალიან კარგი წელი ექნება მას. კარგი იქნება ქალწულებისთვის, რადგან მამალი კონსერვატორია და უყვარს მშრომელი და მოწესრიგებული ადამიანები. თხის რქას ექნება ბოლო სამ წელიწადში, ყველაზე წარმატებული წელი, თუმცა უნდა გაითვალისწინოს, რომ მომავალი წელი ექნება რთული, ამიტომ წელს მოასწროს მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება და ასევე წარმატებული პერიოდი ელოდება 2019 წელს”, – განაცხადა ცაგარელმა

მისი თქმით, თუ კურო წლის დასაწყისში არ აღმოჩნდება სერიოზული გრიპული დაავადებების წინაშე, და ამით არ ამოიგდებს თავს ნახევარი წლით, მთლიანობაში ძალიან წარმატებული წელი ექნება, განსაკუთრებით კი მაისიდან.

ცაგარელის თქმით, რთული წელი იქნება მშვილდოსნებისთვის, თუმცა ეს კატასტროფას არ ნიშნავს, რადგან ის ყველაზე ოპტიმისტი და ენერგიული ნიშანია და ამ თვისებებით გამოდის ნებისმიერი რთული სიტუაციიდან.

“მორიელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მარტამდე, რადგან ცდუნებების ალბათობა მაღლია, განსაკუთრებით შარდ-სასქესო ზონას უნდა მიაქციოს ყურადღება და პრობლემების შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართოს ექიმს. ნელ-ნელა განთავისუფლდება მარტიდან მარწუხებიდან, რომელშიც ბოლო 7 თვის განმავლობაში იყო და ოქტომბრის ბოლოდან ვარსკვლავური, ერთწლიანი აღმოავლობის პერიოდი დაეწყება”, – აღნიშნა ასტროლოგმა.

მისი თქმით, დანარჩენი ნიშნებისთვის საშუალო წელია. სტაბილური, რომელიც ცუდი არ არის.

“რაღაც პერიოდში იქნება წარმატება, რაღაც პერიოდში წარუმატებლობა, თუმცა საბოლოო ჯამში მშვიდი წელია. რაც შეეხება აღმოსავლურ ნიშნებს, განსაკუთრებით წარმატებულიამამლის წელში დაბადებულთათვის. თუ ამ ნიშნით დაბადებულს რაიმე პრობლემა შეექმნა, ეს იმას ნიშნავს, რომ გასული 12 თვე არასწორად იცხოვრა. კარგი წელია ასევე ხარის წელში, თხის, გველის და დრაკონის წელში დაბადებულებისთვის. ვირთხას ცოტა გაუჭირდება კარიერული, ფინანსური კუთხით. შედარებით რთულია კატის წელიწადში დაბადებულებისთვის, თუმცა მაისიდან სიტუაცია კარგისკენ შეიცვლება. დანარჩენი ნიშნებისთვის ზომიერად საშუალო წელია”, – აღნიშნა ასტროლოგმა.

ჩინური ასტროლოგიის ძირითადი თეზისია 12 ცხოველის პროეცირება არა თვეებზე, როგორც ევროპულ ასტროლოგიაში, არამედ წლებზე. მათ საკუთარი მოწესრიგებული სისტემა აქვთ და ყოველ ნიშანს თავისი წელიწადი ეკუთვნის. მათი მიმდევრობა ასეთია: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი. მომავალი 2017 წელი კი ცეცხლისფერი მამლის წელია.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი