მამა სერაფიმე, სოციალურ ქსელში შენდობას ითხოვს და ფეისბუქის მეგობრებს მიმართავს:

„ყველა ჩემს ფეისბუქ მეგობარს გთხოვთ გააზიაროთ! ჩემო ქრისტეს მიერ დანო და ძმანო. დიდი მადლობელი ვარ ხვთისა, ყოველი წუთისა, და წამისა, სიხარულისა, და მწუხარებისა, მადლობას გიხდით ამხელა თანაგრძნობისთვის, და სიყვარულისთვის. მე არ მსურს რომ თქვენ ინერვიულოთ, და ჩემს გამო ვინმეს ეკამათოთ, რადგან ეს არაფერი მოგვიტანს, აქამდე მეგონა, რომ სადღაც ღმერთმა მიმატოვა, რადგან განსაცდელი არ მქონდა ამდენი წლის განვმალობაში,  მაგრამ ეხლა მიხარია ეს განსაცდელი, რადგან ამ განსაცდელში შევიგრძენი თუ როგორი ნაყოფიერია ასეთი სახის განსაცდელი, დამდაბლებისათვის. ყველას შენდობას გთხოვთ, ვინც კი დაგაბრკოლეთ. მედალს ორი მხარე აქვს, და ვისაც როგორ უნდა ასე ატრიალებს, ხოლო ჩემი მედალის ორივე მხარე არის სჯული ქრისტესი, სჯული კი სიყვარულს ქადაგებს, რამეთუ ღმერთი არს სიყვარული. გთხოვთ მუხლმოდრეკით გთხოვთ, არ შეეპასუხოთ ჩემს გამო არავის, რადგან ყველას თავისი სიმართლე აქვს, და ამას უნდა თვალი გავუსწოროთ, ჭეშმარიტება კი ერთია, და ის სიყვარულია. იცით როგორ მიყვარხართ? ვერც კი წარმოიდგენთ. შენ აი პირადად შენ რომელიც კითხულობ ჩემს ნაწერს და ან განმიკითხავ ან სიყვარულისგან თვალი ცრემლით გევსება, მიყვარხარ, იცოდე და არ იფიქრო რომ მე გული მატკინე, პირიქით ჩემს სულში ჩამახედე, რადგან დიდი ხანია არ ჩამიხედავს მანდ, ეს ჩემი ბრალია, და შენ შემეწიე. ვწუხვარ რომ ჩემს გამო გიწევთ შეპასუხება, ამიტომ კურთხევათ მიიღეთ, რომ არ შეეპასუხოთ არავის. ჩემს ასურელებს კი მოგმართავთ რომ ყველაზე მეტად მიყვარხართ, რადგან ღმერთმა თქვენთვის განმაწესა მსახურება, იჩქარეთ გაზარდოთ შვილები, კეთილ და პატიოსან მღვდელმსახურებათ, რადგან რაც გაქვთ დღეს შეიძლება ხვალ აღარ იყოს…. და შეწყდეს ჩვენს მშობლიურ ენაზე ხვთის დიდება, აქ ჩვენს სოფელში. არვიცი როდის, შევეწირები მავან სისტემას, სახელწოდებით შური, და ბოროტება, მაგრამ სანამ ვარ, ვარ! მაგრამ თქვენც და მეც ვიცით, რომ ეს ყველაფერი დროებითია”. – წერს მამა სერაფიმე

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი