დავით ნემსაძე, შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე: 

_ თბილისში ნეველის სახელობის (რუსული ეკლესიის) ტაძარი უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეურაცხყო. როგორც გაიკვა, პირი წარმოშობით პალესტინელია, ის ტაძრის კარს წიხლებს ურტყამდა, მამა ვიტალის საფლავზე დახტოდა და შეურაცხადივით ღრიალებდა.

“ჰიბრიდული ომის” რელიგიური მიმართულება საქართველოში სარწმუნოებრივ დაპირისპირებას, ანუ მართვადი ქაოსის შექმნას ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ცდილობს. დანაშაულებრივ კომბინაციათა ერთობლიობა, რომელიც პროვოცირებს საზოგადოებრივ განწყობას, ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუციათა უმოქმედობით, ორგანიზებული საბოტაჟი და ქვეყანაში არარსებული რელიგიური უსაფრთხოების დოქტრინა ხელს უწყობს მესამე და მეოთხე ქვეყნის დაზვერვის ინტერესების რეალიზებულასაც კი.

ისმის კითხვა, რის წინაშე ვდგავართ?

თუ ვინმეს სასაცილოდ და წარმოუდგენლად მიაჩნია რელიგიურ საკითხებზე დაძაბულობის წარმოქმნა, მათ შევახსენებ, რომ საქართველოს 20% ეთნიკურ ნიადაგზეა ოკუპირებული, რისი წარმოდგენაც ალბად იმ დროის მონაკვეთში ზოგიერთებისთვის ასევე წარმოუდგენელი იყო.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რელიგიური საკითხებით მასების აზვირთების მცდელობასთან. ჰიბრიდული ომის რელიგიური მიმართულება მოიცავს არამხოლოდ უშუალო პროვოცირებას სარწმუნოებრივ ნიადაგზე, ის მიზანმიმართულად აკნინებს იმ ქვეყნის რელიგიურ სიძლიერეს, რომელზეც დგას ერის იდეოლოგიური და სარწმუნოებრივი მორალი. ნეველის ტაძარში შეჭრა და მამა ვიტალის საფლავზე ფეხებით შედგომა სწორედ ამის გამოვლინება იყო, ესაა ჰიბრიდული ომის ტაქტიკური ქმედება. ფაქტიურად სახეზე გვაქვს დანაშაულებრივ კომბინაციათა ქმედებებით ფრონტის გაფართოება, რომელიც დროის რაღაც მონაკვეთში არის განხორციელებული და ინარჩუნებს წინა მოვლენეთა მუხტს, ამიტომ ამ ინცინდენტის ერთ კონკრეტულ ფაქტად და ვიწრო ხულიგნობად აღქმა დაუშვებელია.

ვინც ამ პროცესებს გეგმავს, მან კარგად იცის საქართველოს ტერიტორიული, სარწმუნოებრივი და ეთნიკური „დარაიონება“. ის ყველა კომბინაციას თვლის არა მხოლოდ ლოკალურ შედეგზე, არამედ მქუხარე იდეოლოგიურ რეზონანსზე, რისგანაც იღებს სასურველ შედეგს და ამ შედეგის გასაძლიერებლად მიმართავს უფრო მძრაფრ და რადიკალურ მოქმედებებს.

მეჩეთზე ღორის თავის დამაგრების ფაქტი; ბათუმის ინციდენტი, რომლის დროსაც პოლიცია თითქოს თათრებს ეძახდა მოქალაქეებს; საპატრიარქოს მოვლენები _ ციანიდის საქმე; გუშინდელი ნეველის ტაძრის შეურაცხყოფის მცდელობა; ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა რომ გავაერთიანოთ, დავინახავთ რელიგიური ომის საფრთხეებს. მსოფლიო მასშტაბით გადავხედოთ, რა მოიტანა რელიგიური ომების წარმოებამ? _ აბსოლუტური განადგურება.

ჰიბრიდულ ომს არ აინტერესებს მტყუან-მართალი, მას სჭირდება მხარეების წარმოქმნა, მათი დაპირისპირება სოციალურ-იდეოლოგიურ და რელიგიურ ჯგუფებს, კლასებს, და ფენებს შორის.

ქვეყანაში სახეზეა ანარქიის გაძლიერების მცდელობა, არამარტო რელიგიური მიმართულებით. უბრალოდ, ჰიბრიდი ეძებს თავის დასაყრდენ ზოლს, რითაც მოახდენს  შტურმს და ამით საბოლოოდ გადაჭრის მის სტრატეგიულ ინტერესებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე.

ნეველის ტაძრის შეურაცხყოფის ფაქტი მოხდა გუშინ, დილის 7 საათზე. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ინგლისურ ენაზე მრავალჯერ შეაგინა საქართველოს, შემდეგ დახურული ტაძრის ეზოს კარებს დაუშინა წიხლები, მოგვიანებით შემოუარა ტაძარს და უკანა მხრიდან შევიდა ეზოში, რაც ნიშნავს იმას რომ მან კარგად იცოდა ტერიტორია და ღია კარის არსებობის შესახებაც ჰქონდა ინფორმაცია. რის შემდეგაც მამა ვიტალის საფლავს შესდგა ფეხებით და ცდილობდა, მოეოხრებინა იგი. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ არ შეაჩერეს  (დეტალურ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ არ მინდა, „ანთებულ ცეცხლს ნავთი დავასხა“).

ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, თუმცა სამწუხაროა, რომ საპატრულო პოლიციამ ეროვნული სიწმინდის ამაოხრებელს მხოლოდ 100 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა და  გაუშვა. საკითხავია, რატომ არ გაადეპორტეს? (სწორედ აქ ვხედავ სახელმწიფო საბოტაჟის ნიშნებს) დაუშვებელია, სახელმწიფო უწყებებმა ასე ზედაპირულად იმსჯელონ ამგვარ ფაქტებზე. ჰიბრიდულ ომს ახასიათებს ტაქტიკური იმპროვიზაცია. შედეგის მისაღებად მანკიერი ქმედებები ინიღბება წვრილმანი ხულიგნობით, ნარკოტიკული თრობით, ალკოჰოლიზმით და მხოლოდ რადიკალურ მოცემულობაში აჩენს ტერორიზმის სახეს.

როგორც ჩემთვის ცნობილია, გიგა ბოკერია მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის „საინფორმაციო ფრთამ“ უკვე გამოხატა შეშფოთება ამ უცხოელის მიმართ. ეს ყოველივე ცხადს ხდის,  ვინ და რა ძალა დგას ამ ქაოსის უკან (გლდანის ეკლესიის დამრბევები, ლგბტ-ების წამხალისებლები და მამა ბასილის ტაძრიდან ძალადობრივად გამომყვანები, მრევლის დამრბევები) აქვე უნდა ითქვას ისინი, რომ ამ ბატალიებში ისინი მარტონი არ არიან.

სახელმწიფოს მიერ თუ არ გატარდა რადიკალური ზომები, სიღრმისეულად არ მიხედეს პრობლემას, მალე ჩვენ ვიხილავთ უარესს …

https://youtu.be/jK9FegykM1o

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი