სასულიერო პირებზე  მეც არ მიყვარს კრიტიკული წერილების გამოქვეყნება. ამ წერილს სოციალურ ქსელში  გადავეყარე და ავტორი იმდენად გულწრფელი მომეჩვენა,  გადავწყვიტე, მისი გვარ-სახელის გარეშე გამომექვეყნებინა. წერილის ბოლოს კითხვას სვამს. იმედია, უპასუხებთ და დააკვალიანებთ, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს?

,,ზოგადად რელიგიაზე და სასულიერო პირებზე არასოდეს ვსაუბრობ ხმამაღლა, ვფიქრობ არავის განკითხვის უფლება არ მაქვს, არც მამაოების ჯიპებზე გამიმახვილებია აქამდე ყურადღება და არც მათ ასხმულ ოქროს ავლადიდებაზე. კაცია და გუნება, ვისაც როგორ ეცხოვრება, ისე უნდა იცხოვროს. არც ახლა ვიტყოდი რამეს, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ძალიან გამაბრაზა.

მოკლედ, სახლის წინ ვზივარ. ვერ გეტყვით რა სისწრაფით შემოვარდა ქუჩაზე მანქანა, მარკაც მახსოვს – ,,პეჟო” იყო მგონი. გააჩერა ზუსტად იქ, სადაც ვიჯექი. მკვეთრი მუხრუჭის გამო, ნაგავი, რაც გარეთ ეყარა ჩემს ტანსაცმელზე აღმოჩნდა. ეს არაფერი, მერე რა, მამაოა, ,,ეპატიება.”

  ეტყობოდა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებიდა, მანქანის ფანჯრიდან თავი გადმოყო და დამიძახა: მიდი ერთი, ბებიაშენს შესძახეო, რა. რომ არ მცოდნოდა, მამაო იყო, არ ვიცი, ვინმე მოძველბიჭო მეგონებოდა. სანამ ბაბიაჩემი გამოვიდა, ამას გაუჩერებია ასე, 25 წლის ბიჭი და რაღაც საქმეებს ურჩევდა, კარგად ვერ გავიგე რას. სამაგიეროდ, ყურში მკვეთრად მომხვდა ომახიანი შეგინება და ,,წადი ახლა, დაიკარგე აქედან”, იმ საწყალ ბავშვს რომ მიაძახა. მერე ბებიაჩემს ესაუბრა, სავარაუდოდ, ,,შეაწერა” რაღაც… მოგვიტრიალდა, პირჯვარი გადაგვსახა (დაგვლოცა ალბათ), დარჩენილი ნაგავიც შემოგვაყარა და როგორც მოსვლით, ისე წასვლით გაგვახარა!!!

 რისი კითხვა მინდოდა, მამაოსთან, რომელიც ქუჩაში, ნასვამ მდგომარეობაში დგას და ბილწსიტყვაობს, ილანძღება, ვიღაცას ამცირებს და აგინებს, როგორ მივიდე მე და როგორ ვესაუბრო ჩემს ცოდვებზე? ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თუმცა აშკარად მრავლად არიან ასეთები, სამწუხაროდ…”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი