გამრეკელის ქუჩაზე, ბერი ნიკოლოზის მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხროციელებულ ძალდობის ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. ბერი ნიკოლოზის მრევლში კი ამბობენ, რომ გუშინ განვითრებული მოვლენები პატრულის მხრიდან იყო პროვოცირებული.

„წმინდანი ხარ და შენ მრევლზე ზეწოლა არის. შე მრევლს ურტყამენ ხო? ანუ ეგ იგივე მომენტია რომ ჩვენი მამა არის. მამამ რომ დაინახოს შვილს ურტყამენ ხელს გაანძრევს. ანალოგიურია. გაჩერებული იყო მამაო არაფერი არ უთქვამს. ბოლოს და ბოლოს ადგა ხო და ღმერთმა დაიფაროს  ის ადამიანი, ვინც მამაოზე დაწერს რომ მამაოზე იჩივლოს იმიტომ რომ  ვერც მისი მოდგმა და ვერც მისი ოჯახი ვერასოდეს ვერ გაიხარებს,“-აცხადებს ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრი.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებს ის მამაოს მხრიდან პატრულის თანამშრომლებზე ძალადობას. ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრი აცხადებს, რომ უფრო უარესი უნდა მომხდარიყო.

„მამაომ რომ დაარტყა ხელი ხო? ვერაფერს ვერ გეტყვი ძმაო დასარტყმელი კი არა უფრო უარესი იყო მანდ,“-განაცხადა მრევლის წევრმა.

ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი და მისი მრევლი, სამართალდამცაველებს გუშინ ღამით დაუპირისპირდნენ, რომლებიც იმ სახლთან იყვნენ მობილიზებული, სადაც სასულიერო პირი ბოლო თვეებში ცხოვრობდა.

პატრულის თანამშრომლებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავად მდუმარებაში მყოფმა სასულიერო პირმაც. მანამდე კი მან საკუთარი მანქანით სამართალდამცველთა კორდონის გარღვევაც სცადა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი