საზოგადოება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: თემირლანს ჩატაევი ქვეწარმავალივით სძულდა

მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მედიაომის წინააღმდეგ ვიდეოს ავრცელებს:

,,ეს ვიდეო ჩვენ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა საგანგებოდ ჩავწერეთ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენი შვილის დისკრედიტაციის მიზნით სუს-ის მიერ დაწყებულ ბინძურ მედია ომს. ამ ბინძური კამპანიის მიზანი სუს-ს მიერ ჩვენს სახლში ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გადაფარვა და ჩვენი ოჯახის მიმართ ქართული საზოგადოების მაღალი მხარდაჭერის და თანაგრძნობის დასუსტებაა.
ქართული საზოგადოების მტერი ჩვენი ოჯახის და ჩვენი ხეობის მტერია! ჩვენი აღზრდილი შვილი საქართველოს წინააღმდეგ არასდროს წავიდოდა! ჩემი აღზრდილი შვილი საკუთარი დედის და მამის წინააღმდეგ არასდროს წავიდოდა!
ამ სასტიკ პროცესში ჩვენი იარაღი მხოლოდ სიმართლეა! ჩვენი იარაღი მხოლოდ სამართლიანობაა! ჩვენი იარაღი საზოგადოების სოლიდარობა და გონიერებაა!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close