„მეცხვარეები დილით წავიდნენ მთაში. მალხაზი ბინაში დატოვეს, რადგან ცხვრები დაკარგული ყოფილა და უნდა მოეძებნა. ეს წავიდა საძებნელად და მერე ტურისტები შეხვდნენ, მაგრამ სად და როგორ, ეგ არ ვიცი. მწყემსები რომ მოვიდნენ საღამოს, მახო ბინაში დახვდათ. ძალიან ჩვეულებრივად იქცეოდა, ძაღლებისთვის და ჩამოსული მწყებსებისთვის საჭმელიც გააკეთა. მეორე დილას პოლიცია ამოვიდა და იარაღს დაუწყო ძებნა. მეცხვარეები ამბობენ ახლა, რომ ნადირის დასაფრთხობად თოფი ჰქონიათ. მახოს ჰქონდა თუ არა იარაღი და მიუწვდებოდა თუ არა ხელი თოფზე, ამდენი არ ვიცი. თითქოს მალხაზი სოფელში ჩასულა და უთქვამს – იქ მიცვალებული ვნახე და მეშინია მისვლაო. ეს პიროვნება ძალიან დადებითი ადამიანი იყო. თითქმის სამი წელი ჩემთან იყო. რომ მეთქვა მისთვის, ცხვარი დაკალი მეთქი,  მიპასუხებდა, ვერ დავკლავ, არ შემიძლიაო” _ ასე ახასიათებს სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის მეგობარი მწყემსი, ავთო ქენქაძე, ეჭვმიტანილს ახასიათებს.
ხადას ხეობაში აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი