,,არის დაუწერელი კანონები და წესები რასაც არასდროს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაუხვიოს კოლეგამ!! არანაირი სიტუაციის გამო! ინგა გრიგოლია, არც მინდა ღიად დავწერო, რომ ტირაჟირება არ მოვახდინო, მაგრამ მე ვემიჯნები ყველანაირ მარაზმს რომელიც ოჯახის წევრებს ეხება! მით უმეტეს იმ წევრებს რომლებიც ჩემთვისაც უძვირფასესია” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია ,,იბერია”-ს თოქ-შოუს წამყვანი, მაკა რაზმაძე.

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიამ ,,იბერია”-ს ჟურნალისტებს ასეთი პოსტი უძღვნა:

,,ტელეკომპანია “იბერია” -ასე, ღიად მოგმართავთ და მივმართავ ყველა ჩემს მეგობარს, ვინც მანდ მუშაობთ. რაც მე თქვენი ტელევიზია მირეკლამებია, რამდენი მხარდაჭერაც და სიყვარულიც თითოეული თქვენგანის მიმართ ღიად გამომიხატავს, იმის ღირსი ვიყავი, რომ სწორედ იმ დღეებში, როცა ზნედაცემული ადვოკატი ზაქარეიშვილი, ყველაზე ბინძური ფორმებით მიპირისპირდებოდა ჩემი შვილის ქორწილის ამბების გამო, ეს კაცი პირდაპირ ეთერში დაგესვათ და მარიამის ქორწილზე გელაპარაკებინათ? ესაა კოლეგიალობა? ესაა ჟურნალისტური სოლიდარობა? ბრავო თქვენ. მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა. ყოჩაღ Liza Vadachkoria გამარჯობას არ გეტყვი ცხოვრებაში, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველას, ვინც ამის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა”-წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი