საზოგადოება

მაინცდამაინც უნდა გადმოვარდნილიყო ბავშვი ფანჯრიდან მომვლელები რომ დაემატებინათ?!

თბილისის საბავშვო-ბაღების ფარნჯრებზე ბადეების დამონტაჟება დაახლოებით ათ დღეში დაიწყება. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა დიზაინზე, ასევე ხდება ფასების შესწავლა. ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ პირველ არხსგანუცხადა. 

თორდინავას თქმით, დედაქალაქში მოქმედი ყველა ბაღის ბადეების აღჭურვას მინიმუმ ორი თვე დასჭირდება. ბადეები მეორე სართულის იმ ოთახების ფანჯრებზე დამონტაჟდება, სადაც აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს. 

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ბადეები სახანძრო უსაფრთხოებას პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ისინი კაპრონისგან იქნება დამზადებული.

თორდინავა ამბობს, რომ ჯგუფებს, სადაც 50-ზე მეტი ბავშვია, აღმზრდელის თანაშემწის თითო კადრი დაემატება. მისივე თქმით, ამისთვის საკადრო რეზერვიდან სავარაუდოდ, 100 ადამიანი გამოიყოფა. ჯგუფებში აღმზრდელის მეორე თანაშემწის დამატება დაახლოებით 10 დღეში დაიწყება. მოქმედი სტანდარტით, თითოეულ ჯგუფზე ერთი აღმზრდელი და მისი ერთი თანაშემწეა გამოყოფილი.

თემურ თორდინავას ინფორმაციით, 3500-მდე ბავშვის მშობლებმა საჯარო ბაღებს მიმართეს, მაგრამ მაღალი მოთხოვნის გამო დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ბაღებში უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრების საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც 25 სექტემბერს 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია და ის პალატაში იმყოფება.

მაინცდამაინც აღსაზრდელი საბავშვო ბაღის ფანჯრიდან უნდა გადმოვარდნილიყო, რომ ფანჯრებზე ბადეები დაემაგრებინათ და მომვლელები დაემატებინათ ჯგუფებში, რომელშიც 60-70-ზე მეტი ბავშვია?!

აუცილებელი იყო ურემის გადაბრუნება გზის გამოსაჩენად?!

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close