საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვას.

„საზღვარზე რის გამო უნდა დამაკავონ?! მიუხედავად პოროშენკოს უკანონო გადაწყვეტილებისა, მე ვარ მოქალაქეობის გარეშე პირი, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში. მე ყველა ნივთი უკრაინაში მაქვს. ასევე პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატორი ვარ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, გააკეთონ რაც მოუნდებათ, თუმცა კანონი მათ მხარეს არ არის“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მას თან მიჰყვებიან პოლონეთში მცხოვრები უკრაინელები და რიგი პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, მისი უკრაინაში დაბრუნება ცირკად არ აქციონ.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დააანონსა, ის უკრაინაში 10 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიიდან გეგმავს შესვლას.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი