Home ახალი დამატებული მათ ტირილი ვერ შეიკავეს – ეგაძეების ოჯახს პრეზიდენტი – თოვლის პაპა ესტუმრა

მათ ტირილი ვერ შეიკავეს – ეგაძეების ოჯახს პრეზიდენტი – თოვლის პაპა ესტუმრა

19 second read
0
38

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ახალი წელი თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ეგაძეების ოჯახს მიულოცეს.
ახალ წელს ეგაძეების ოჯახში სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გამოაგზავნეს და დახმარება სთხოვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა დაბადების დღე მიულოცა მრავალშვილიანი ოჯახის ერთერთ წევრს, 13 წლის მაია ეგაძეს და მას საახალწლო სურვილი აუსრულა – ქართული ცეკვის სტუდიის ვაუჩერი გადასცა. 15 წლის მარიამ ეგაძეს კი, რომელსაც ბატუტზე ხტომაში დიდი წარმატებები აქვს ახალგაზდული ოლიმპიადისათვის მზადებაში წინსვლა უსურვა და აღნიშნა, რომ მის ასპარეზობებს ყურადღებით მიადევნებს თვალს.
საქართველოს პრეზიდენტმა და პიველმა ლედიმ ეგაძეების ოჯახს გამათბობელი და საახალწლო კალათა გადასცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *