,,ზუგდიდში მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლებია. მოგეხსენებათ, ეს ის დროა, როცა ბოლშევიკურ მთავრობას მშრომელები იმისთვისაც მადლობას უხდიდნენ, რომ სუნთქავდნენ. ზუგდიდის მერიას, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების გასაჯაროება მის რეიტინგზე დადებითად აისახება.

ახლა, არ იკითხავთ თუ რა განცხადებაზეა საუბარი? უფასო სასადილოს ბენეფიციარები ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას მადლობას უხდიან პურის ნორმის გაორმაგებისთვის. აბა, კიდევ ვინმე იტყვის, რომ ხელისუფლება მშიერ ხალხზე არ ზრუნავს?! დიახაც ზრუნავს. თან ისე ზრუნავს, როგორც არქიფო ზრუნავდა თავის ყმებზე. ასე, რომ მალე ზუგდიდში ჩინოვნიკებს შესაძლოა, „პოლიხრონიონიც“ უმღერონ!” _ წერს რეჟისორი და ჟურნალისტი ზაზა სვანაძე და აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც ზუგდიდის მერიის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი