პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:

“ყველაზე დამღუპველი ფორმულა ••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••• წლებია საინფორმაციო სივრცე სავსეა ასეთი გამონათქვამით: ვიდრე “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” შორის ასარჩევია ერთ-ერთი, მე “”ოცნებას” ვირჩევ. ამას, ერთი შეხედვით საინტერესო, ავტორიტეტული ადამიანები ამბობენ და, რაც ყველაზე მეტად მთრგუნავს, ამბობენ სიამაყით. მე ამ განწყობას მონობას შეგუების განწყობას ვუწოდებ. ორი უბედურიდან, ნაკლებად უბედურის არჩევაში კი არაა ცხოვრების აზრი, არამედ იმისთვის ბრძოლაში, რომ წარმატებულებს შორის მეტ წარმატებულს ვირჩევდეთ. ქვეყანა სავსეა წარმატებით და წარმარებულებით, ჩვენ კი ტანჯვასა და მტანჯველების ეპოქაში ვცხოვრობთ. მადლობა “მორალურ გუნდს”,მეცნიერებს,რომელთაც დაიწყეს ამ სამარცხვინო სტერეოტიპის დანგრევა..შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და პროგრამული დოკუმენტი -“ახალი განზომილება – რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ”. მე აქ ვდგევარ და ვამაყობ ამით!”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი