Home ახალი დამატებული მაგნოლიას გადატანის გამო ციხისძირთან გზა ჩაიკეტა

მაგნოლიას გადატანის გამო ციხისძირთან გზა ჩაიკეტა

20 second read
0
22

„ქვეყანა საგიჟეთს დაამსგავსა!“ _ წერს ოზურგეთის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან – ნათია შარაშენიძე. „ღმერთო, შენ უშველე ჩვენს ქვეყანას“ _ ეს კი ლადო სადღობელაშვილის სიტყვებია. ამ ადამიანების აღშფოთება გამოიწვია, ახლახანს, „პირველი რადიო“-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, ქობულეთი ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი ამჟამად გადაკეტილია. ადგილობრივების თქმით, მაგისტრალის გადაკეტვის მიზეზი ციხისძირთან გზის სავალ ნაწილზე გაჩერებული მაგნოლიას ხეა. „ასწლოვანი მაგნოლია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ გზის სავალ ნაწილზე გაიჭედა, რის გამოც ცენტრალური მაგისტრალი ჩაიკეტა. ავტომობილების გადასაადგილებლად გახსნილია სოფლის შემოვლითი გზა, სადაც მოქალაქეებს საცობში დგომა დიდი ხნის განმავლობაში უწევთ. არავინ არის ადგილზე პასუხისმგებელი პირი, ვისგანაც მოსახლეობა ინფორმაციას მიიღებს, თუ როდის გაიხსნება გზა. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *