სამართალდამცველებმა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის შვიდი მოსწავლე გამოკითხეს. 13-14 წლის ასაკის ბავშვების გამოკითხვის მიზეზი მათ სხეულზე აღმოჩენილი ნაკაწრები გახდა. 

ირკვევა, რომ ოთხმა გოგონამ და სამმა ბიჭმა თვითდაზიანებები მიიყენა. 

შესაძლოა, ბავშვების მიერ თვითდაზიანებების მიყენება ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპს“​ უკავშირდებოდეს.

როგორც ერთ-ერთმა პედაგოგმა საზოგადოებრივს განუცხადა, დაზიანებები ბავშვების ხელებზე სკოლის მანდატურმა შენიშნა. მისივე ინფორმაციით, ბავშვები თამაშში სავარაუდოდ, მეცხრეკლასელმა ბიჭმა ჩართო.

წყარო: პირველი არხი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი