ფარულ ჩანაწერებში მამა გიორგი ზოგიერთი სასულიერო პირის, მათ შორის, ერთი ცნობილი დედაოს სექსუალურ აღტყინებებზე ლაპარაკობს!” – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.

ირაკლი მამალაძე ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები, კერძოდ, ფარულ ჩანაწერები, სრულყოფილი არ არის. მოწმის ინფორმაციით, გამოძიებას აქვს კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერი, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. ირაკლი მამალაძე სასამართლო პროცესზეც ამახვილებს ყურადღებას. მოწმის ინფორმაციით, პროცესის საჯარო განხილვა, თავად ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს უხერხულობაში ჩააგდებს და არა მარტო მას.

„ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ფარულ ჩანაწერებში მამა გიორგი გარკვეული სასულიერო პირების მისამართით ისეთ პიკანტურ დეტალებზე საუბრობს, ღია სასამართლო პროცესზე ამის გასაჯაროება მასვე ჩააგდებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში, ხოლო ის სასულიერო პირები, რომლებსაც ბრალდებული დეკანოზი ძალზედ უსიამოვნო კონტექსტში ახსენებს, მორალური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან. დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა გეტყვით, რომ ფარულ ჩანაწერებში მამა გიორგი ზოგიერთი სასულიერო პირის, მათ შორის, ერთი ცნობილი დედაოს სექსუალურ აღტყინებებზე ლაპარაკობს!“- აცხადებს საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე. ​მოწმის ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთი მტკიცებულება იარაღი, მას არ ეკუთვნის. თუმცა, ბრალდებულის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, იარაღი ირაკლი მამალაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკავებამდე, შესანახად თავად მიუტანა. ირაკლი მამალაძე ინტერვიუში პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსზე, სოსო ოხანაშვილზეც საუბრობს. „ მამა გიორგისა და სოსო ოხანაშვილის მხრიდან სახელდებოდა კონკრეტული სასულიერო პირი, წმინდა სინოდის წევრი, რომელსაც ისინი მომავალ პატრიარქად განიხილავდნენ. მამა გიორგის, სოსო ოხანაშვილსა და მათი ჯგუფის წევრებს ჩემი თანდასწრებით არაერთხელ უსაუბრიათ ამის შესახებ, საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილთან ბრძოლის ყველა რაუნდი წააგეს და პატრიატრქის მდივან-რეფერენტი მათთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენდა, აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფს თეთრუაშვილის განეიტრალება სჭირდებოდა. მართალია, მის ფიზიკურ ლიკვიდიაციაძე არ საუბრობდნენ, მაგრამ გეგმავდნენ სხვადასხვა სახის პროვოკაციას, რასაც შორენას მაქსიმალური დისკრედიტაცია უნდა გამოეწვია. ეს მათ გზას გაუხსნიდა, რომ პატრიარქის ტახტზე თავიანთი კანდიდატი აეყვანათ. თუმცა, ამ ადამიანის ვინაობას ვერ გავამხელ“, – აცხადებს ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. წყარო: ასავალ დასავალი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი