ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების აქციაზე მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი ადამიანები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სახელმწიფოს მხრიდან ერთნაირი პირობების შექმნას ითხოვდნენ.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა აქციაზე განაცხადა, ის არის ლესბოსელი, და ამის გამო ამ ქვეყანაში მისთვის ცხოვრება რთულია.

“მე, როგორც ლესბოსელ ქალს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება არის რთული, განსხვავებული სხვა გარიყული სოციალური ჯგუფებისგან, ხშირად არ გვაქვს ოჯახის, მეგობრების მხარდაჭერა. იმ ადმაიანების, ვისაც პირველ რიგში ვენდობით და უნდა დაგვიცვას გარემოს ძალადობისგან. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ დავანახოთ ხალხს, რომ ვარსებობთ,ა რ ვართ უცხოპლანეტელები, ვართ აქ დაბადებული და გაზრდილია დამიანები, ვიხდით გადასახადებს, მათ შორის ის ადმაიაენბი, ვინც აქ დგანან და იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, ისინი, ვიცნ უკან მუშაობენ და იღებენ ხელფასს იმ აგდასახადებიდან, რომელსაც ჩვენ ვიხდით. ჩვენ გვეკუთვნის თანასწორობა, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს. მოვითხოვთ თანასწორობას, მოვითხოვთ უსაფრთხოებას”, – აღნიშნა აქციის მონაწილემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი