ჰოლივუდის ვარსკვლავი, ლეონარდო დიკაპრიო, ცნობილ მოდელს, ნინა აგდალს, რამდენიმე ხნის წინ დაშორდა და უკვე საზოგადოებაში გავრცელდა ხმები, რომ ახლო მეგობართან, დიზაინერ ჯენიფერ მეიერთან, ახალი რომანი აქვს.

მსახიობი, დიდი ხნის განმავლობაში, ჯენიფერის ყოფილი ქმარის,  ტობი მაგუარისის, ახლო მეგობარი იყო.

ჯენიფერი და ტობი, 2007 წელს შეუღლდნენ, მაგრამ მათი ქორწინება, 2016 წელს, ქორწინების 9 წლის თავზე დასრულდა

რამდენიმე დღის წინ კი, ლეონარდო და ჯენი, დიზაინერის შვილებთან ერთად დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდოს რომანი ჰქონდა ჟიზელ ბიუდჰენთან, ბარ რაფაელთან, ერინ ხიზერტონთან, ნინა აგდალთან.

ამჟამად, მსახიობი, მარტოხელაა და დიდი ალბათობით, მას ჯენიფერთან  რომანი აქვს. არ არის გამორიცხული, რომ უცოლო დიკაპრიო, ისევ შეყვარებულია.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი