ძველი ამბავია მაგრამ ღირს გახსენებად – “მაშინ როცა გიგი უგულავა თავისი კარიერის ზენიტში იმყოფებოდა, მაშინ როცა რუსი ოლიგარქი ქართული პოლიტიკის ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ ჩანდა, პრეზიდენტი სააკაშვილი თავის მემკვიდრეზე ფიქრობდა – ყველაზე მაღალი შანსები მაშინ უგულავას ჰქონდა – კულუარებში ჭორებიც ვრცელდებოდა, რომ მიშამ ქალაქის მერზე შეაჩერა ყურადღებაო – ,,ნაცებს,, ყველაფერი გაწერილი და გამზადებული ჰქონდათ – ჰოდა იმ პერიოდში ატალახდა უგულავების ზღურბლი, – ჩინოვნიკთა ცოლები, ელიტარული ნაშები, ტრენდული მედროვეები, სამამულო შოუ-ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები, ყველა ლელა კილაძის დაქალი და მხევალი გახდა – ზოგი სტილს ურჩევდა, ზოგი თმებში ეფერებოდა, ლელა კილაძესთან მიდიოდნენ, ეკა კვესიტაძიდან დაწყებული, ნინო შუბლაძით დამთავრებული ვინ აღარ ( ყველას ვერც ჩამოვთვლი ) – ერთი სიტყვით, ქალაქის თავის, გულის სწორს ამზადებდნენ პირველი ლედობისთვის – ახლა იმ ხალხის დიდ ნაწილს მაკა ჩიჩუას კალთაში უდევს თავი, ზოგს ბიძინას კალთაში და დარწმუნებული ვარ ლელა კილაძის ჭორაობაში ხდებათ სული – ჰოდა რას მოვაყოლე ეს ყველაფერი – როცა ამბობენ, უგულავას ცოლი მოჰყავსო, როცა ლელა კილაძის პირადზე დღეს სხვა კონტექსტში და სხვა მიმართულებით საუბრობენ, არსად მესმის ლელას ექს-,,დაქალების,, ხმა, აი იმათი, არ შემდგარ პირველი ლედისთან დაქალობით თავიანთი მდგომარეობის და სტატუსის გაუმჯობესებაზე რომ ფიქრობდნენ- ასეთი ყოფილა ცხოვრება..”_  ფეისბუქის გვერდზე დაწერა ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი