SHARE

 ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე, ამ დღეებში, გამოქვეყნდა ის წინასწარმეტყველებები, რომელიც მან სხვადასხვა დროს გააკეთა ილია მეორესთან დაკავშირებით.

„სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან დაკავშირებული უმძიმესი შემთხვევისადა გამო, რომელმაც დღეს მთელი ქვეყანა შეძრა და ააფორიაქა, გთავაზობთ ქალბატონი ლელა კაკულიას მიერ წლების განმავლობაში ჩაწერილი და მრავალგზის გამოქვეყნებული წინასწარმეტყველებების ანაკრებს.
ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ჩანაწერებისა, რომლებიც პატრიარქს, საპატრიაქროსა და ზოგადად მართლმადიდებლობას უკავშირდება. აქედან უამრავი წინასწარმეტყველება უკვე ასრულებულია — მათი ამოცნობა და გააზრება მკითხველს არ გაუჭირდება; ნაწილი — ასასრულებელია, იმედია, ახლო მომავალში, და ეს სწორედ ისაა, რასაც ჩვენი ქვეყანა სასოებით ელის: ქართული ეკლესიის განწმენდას, გაბრწყინებასა და გაძლიერებას.

დაწვრილებით ყველა ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ საიტზე www.lelakakulia.ge რუბრიკაში გაზეთები.
ინფორმაცია თავისუფალ წვდომაშია.

1993 წელი, 6 აგვისტო, დილის 9 საათი, კოჯორი.

„ქართულ სარწმუნოებას დღეს დიდად უჭირს!“ – ასეთი რამ დავინახე 1987 წელს და ვთქვი კიდეც: `ერი კვდება, რათა თავიდან დაიბადოს!“
…მომავალში ვხედავ ქართულ ეკლესიას განდიდებულს და გაბრწყინებულს! ვწინასწარმეტყველებ, ქართველნო, თქვენთვის და აი რას ვხედავ: ყველა იმ ხატს, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და განისვენებენ საბერძნეთსა და ისრაელში, ეკლესიასაც კი (ჯვრის მონასტერი) ჩამოასვენებენ საქართველოში, ისინი უბრუნდებიან თავიანთ ადგილსამყოფელს. დღეს შეიძლება არ დაიჯეროთ ამ წინასწარმეტყველებებისა, მაგრამ იგი აღსრულდება ღვთის ნებით.
ვხედავ, ჩვენი პატრიარქის – ილია II-ის ჩუმი ნატვრა და ოცნებაა ეს. ტყუილად არ ჩასახვია უნეტარესს ეს ფიქრები, იცოდეს, იგი ღვთისგანაა ნაკარნახევი!
ქრისტიანობის საღი, პატარა მარცვალი – ძვირფასი (!!!) მთელ მსოფლიოში მხოლოდ საქართველოშია დამარხული და ელოდება დროს, რათა აღმოცენდეს მთელის ბრწყინვალებითა და გადარჩება საქრისტიანო!
ამიტომ არსებობს გამოთქმა, რომ საქართველო ღვთისმშობლის, ქრისტესა და ღმერთის წილნაყარი ქვეყანაა.
დღეს შავი, სატანური ძალები მოქმედებენ, ადამიანთა სულებს აშავებენ და მახეებს უგებენ მორწმუნეთ. ბევრმა შეურაცხყო ეკლესია, დაკარგა ადამიანური სახე, მაგრამ ამაში მე ვხედავ საქართველოს გაწმენდას სატანისეულისაგან, რომელნიც დღეს მოდებულნი არიან მთელ მსოფლიოს.
ამ წუთში ხუთი ანგელოზი მიზის – ორი მელაპარაკება, სამი ჩუმადაა. მეუბნებიან: მომავალში სვეტიცხოველსა და ჯვარზე ერთდროულად და თბილისში, სიონში გადაიხადონ პარაკლისი ქრისტესა და ღვთის სადიდებლად. იკვრება სამკუთხედი და უზარმაზარი ენერგია იხსნება საქართველოს თავზე. ფესვი ჯვარია და ურჯულო ვერას დააკლებს საქართველოს!!!
ორმოცი ბერი ორმოც დღეს ილოცებს. მათი ლოცვა მოედება მსოფლიოს – მთელს საქრისტიანოს.
დღეს კი უჭირს ქართულ ეკლესიას; შიგნით დიდი ვაჭრობა და უმსგავსობა სუფევს. ყველაფერს `ლამაზად“ აკეთებენ, მაგრამ ღვთის რისხვა (როგორც წყალობა) უსაზღვროა და მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება: საეკლესიო ხაზინიდან მთელი თანხა მოხმარდება ეკლესიების აღდგენას და აშენებას, საეკლესიო მიწები მდიდარი მოსავლებით აივსება, მართლმორწმუნენი სუფთავდებიან, ერი იკვრება ჯვრის მსგავსად, ბევრი მოინანიებს და გადარჩება საქართველო!!!
მსოფლიოში არსებული ქრისტიანული ეკლესიები საზღვარგარეთისა მყარ კონტაქტში შემოვლენ ქართულ ეკლესიასთან. მალე მოვა ამბავი, ღვთისმშობლის ხატი იღიმის და საოცარ შუქს გამოსცემსო. ეს არს პასუხი ღვთისა საქართველოსთვის. რომი – ვატიკანი – მუხლს მოიდრეკს ქართული ეკლესიის წინაშე. პაპი ჩამოვა საქართველოში.
დღეს კი ვხედავ, ქართული ეკლესიის საგანძურს უნდა მოუფრთხილდნენ – გაძარცვას უპირებენ. ხედვაში კარგად ვერ ვარჩევ, მაგრამ ორ შავგვრემან ბერს ვხედავ. მათი ასეთი ცოდვა დიდად დაისჯება ღვთისგან. ეს ამბავი ააწრიალებს საქართველოს, მაგრამ ყველა ცდა რაღაც პერიოდით უკვალოდ ჩაივლის; მხოლოდ ღვთის ნებით, გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნდება საეკლესიო განძი თავის ადგილსამყოფელს. დიდება უფალს! ეკლესიები დასუფთავდება, საკუთარი შრომით გამდიდრდება. მოდის ქართული ეკლესიის განდიდებისა და სიწმიდის პერიოდი.
ჩვენი უწმიდესი აღზრდის `გიორგის~ პატრიარქად საქართველოსი. ამას ღმერთი აგონებს. მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე აწერია. ძალზედ ხნოვანი გარდაიცვლება და ავა მისი სული ზეციურ საქართველოში განათლებული. თავისი აღზრდილით ძალიან კმაყოფილი იქნება და მოსვენებული. ამით იგი ააცდენს ქართულ ეკლესიას ურცხვ ვაჭრობასა და ავანტიურებს. დიდება უფალს! ამინ! ამინ! ამინ!!!
მიჭირს ხედვა და წერა ერთდროულად. მომეც ძალა, უფალო ღმერთო, რათა ავაცილო უბედურება საქართველოს, ავაცილო ცრუწინასწარმეტყველთა ენერგია, რათა გადარჩნენ ადამიანთა სულები!!!

ძალიან მიყვარხარ, ჩემო საქართველოვ! შენი ცუდიც და შენი კარგიც მიყვარს, ამიტომ ვერ გტოვებ!
მე ჩემ მისიას, ღმერთო, პირნათლად ვასრულებ, ყოველგვარი ანგარების გარეშე; თუმცა ბევრი ცილობს ჩემ გაყვანას საქართველოს გარეთ!!!
ყოველთვის მახსოვს, უფალო, სიტყვები:
`წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა საკუთარი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა; არ მოუხდენიათ იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო!!!~

დიდება უფალს!

1996 წელი, 9 ოქტომბერი.

იწყება საქართველოს ნამდვილად გასუფთავების პერიოდი. სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს.
სამღვდელოებაშიც, ანუ საპატრიარქოს კარზე ძალიან დიდი ცვლილებები იქნება. პატრიარქი იცვლება! იცვლება! იცვლება! მოდის ახალი პერიოდი.
ბევრი რამის თქმა მსურს, მაგრამ ინფორმაციას ვიცავ. თუმცა გასაგებია, რასაც ვწინასწარმეტყველებ.
დიდი სიმძიმე ცილდება ჩემს საქართველოს!

1996 წელი, 28 ნოემბერი, საღამოს 4 საათი.

საქართველოს საპატრიარქოში დიდი ცვლილებები იქნება. ღმერთმა ქნას, თორემ მხოლოდ ეკლესიაა ქრისტიანული, შიგნით კი − არაფერი. თვით საპატრიარქოც იწმინდება. ასეთია ნება ღვთისა!
საოცარი ხედვა გამეხსნა: საპატრიარქოში სისხლიანი გზა ადის. ამ გზაზე ცხვარი მიდის, ფეხები და ბეწვი სისხლში აქვს ამოსვრილი.
შევძრწუნდი! რა არის ეს? ღვთის რისხვაა და მეტი არაფერი! ამ შენობას, რომელსაც ღვთის სასუფეველი ქვია, საძირკველი სისხლიანი აქვს, შენობაც ცოდვიანია. ამიტომ დაისჯებიან! ვერაფერს მოიმოქმედებენ.
საპატრიარქოში მოხდება განხეთქილება, ორ ბანაკად გაიყოფიან. პატრიარქი ამ ყველაფერს ვერ მოერევა.
ჭყონდიდელი (ამ გვარს მეუბნებიან, ანუ სახელს; მე თვითონ, ვინ არის იგი, არ ვიცი. ვწერ რასაც ვხედავ) უპირისპირდება. იწყება, ესე იგი, დიდი ომები.

2000 წელი, 15 იანვარი, დღის 12 საათი.

ეკლესიას ძალიან გაუჭირდება. მიდის შიდა ბრძოლები, ვხედავ. ვინც თითქოს ჭკუა ისწავლა, არ ერევა და ნეიტრალიტეტს იკავებს. მოდის ის ხალხი (ანუ მღვდლები), რომელთაც აქვთ წარსულის დანაშაული და რომელსაც მომავალში გაიმეორებენ.
ისევ ორ შავოსანს ვხედავ. ისინი მომართულნი არიან უარყოფითი ენერგიით. ხელზე იხევევნ რომის პაპის ჩამოსვლას და ყველა ღონეს იხმარენ ეკლესიაში ისევ განხეთქილების შესატანად. პატრიარქი უძლური იქნება, შეაჩეროს ეს მიმდინარეობა. ძალიან ბევრმა უარყოფითმა შავოსანმა მოიყარა თავი ეკლესიაში, ამიტომ ხალხს უარყოფა აქვს.
რატომღაც ყველაფერი მოდას დაემსგავსა. ეს სწორედ ისეთი პერიოდია, წარსულში სინაგოგაში რომ ვაჭრობდნენ და ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ, რას ჩადიოდნენ, სანამ არ გამოჩნდა იესო და არ დაამტვრია სავაჭრო დახლები. აი ასეთი `ქრისტე~ მოევლინება მალე მართლმადიდებელ ეკლესიებს, ვხედავ. რისხვა უფლისა ჩვენისა ბევრ სიბინძურესა და ვაჭრობას განდევნის და დაამსხვრევს. ამინ!
ძალიან მიჭირს ეკლესიაზე ასეთი ხილვის წინასწარმეტყველება, მაგრამ, რა ვქნა, არ შეიძლება, რომ არ გადმოვცე.
უწმიდესს მძიმე ოპერაცია ელის, უკვე ვეღარ აიცდენს ამას. ღვთის ნებით, გადარჩება! ბალახები არ შველის უკვე. ექიმიც ხომ ღმერთის მოვლინებულია?
პატრიარქის ადგილზე ბევრს უჭირავს თვალი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი მომავალში დაისჯებიან. ღმერთი არ აპატიებს მათ ასეთ ვაჭრობას. ისინი პოლიტიკიდან საერთოდ გაქრებიან, მაგრამ პერიოდი, როცა ისინი იმოქმედებენ და ყველას ნერვებს მოუშლიან, საქართველომ უნდა გაიაროს.
უწმიდესი გადარჩება ღმერთის ნებით და კეთილი ძალების მეშვეობით მართავს ისევ საქართველოს ეკლესიას! ამინ! ამინ! ამინ!
მართალია, ძალიან რთული პერიოდები კი იქნება, მაგრამ სატანები დამარცხდებიან! ბევრი გამოააშკარავებს თავს, ბევრს ჩამოაცლის უფალი ნიღაბს და აი მაშინ გაიწმინდება ქართული ეკლესიები, ხალხიც წყნარდება და სულ სხვა ენერგიები დატრიალდება ტაძრებში.
პოლიტიკურ დაპირისპირებებში ეკლესიას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ უფლის ნებით, ყველაფერი დაინგრევა ირგვლივ (ანუ პოლიტიკა), ეკლესიას კი გაბრწყინებულს და განდიდებულს ვხედავ.

2000 წელი, 7 თებერვალი, დილის 10 საათი.

ეკლესიის ირგვლივ შავი ღრუბლებია შეყრილი; შავი ძალები ამოძრავდებიან. საშიში ის არის, რომ ბევრმა იეღოველობა, კათოლიკობა და ა.შ. მიიღო და გაცვალა, უღალატა მართლმადიდებლობას. ამიტომ ასეთები უკვე მრავლად არიან მთავრობაში, შინ თუ გარეთ.
თვითონ ქართველები, ვიც ქრისტიანობისთვის, მართლმადიდებლობისთვის სიცოცხლეს წირავდნენ, გაყოფილები არიან და ისინი ძალიან საშიშ ძალას წარმოადგენენ არა მარტო ჩვენი ეკლესიისათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის.
გარკვეული ჯგუფი შავოსანი მღვდლებისა, ვხედავ, ემზადება და მერე როგორ! აქ ჩართულია ყველა – ამერიკა, ევროპა, რუსეთი, სხავდასხვა სამსახურები. რასაც ვხედავ, გაოცებული ვარ იმით და ვერც აღვწერ – გაოგნებისგან ვერ აღვწერ! თურმე ამ ხალხს არც ღმერთი სწამს და არც არაფერი, ატარებენ ბინძურ პოლიტიკას, წამიერ ყოფას უფრო აფასებენ და ასე ცხოვრობენ… მაგრამ ყველაფერი ეს დროებითია. თვითონვე დაერევიან ერთმანეთს და გაქრებიან, აღიგვებიან მიწის პირისაგან და დაისვენებს დედამიწა.
შიო მღვიმის მონასტერი: რაღაც მოძრაობას ვხედავ. ეს კარგია. საერთოდ, ეპარქიებს და მონასტრებს უნდა გადახედოს პატრიარქმა. ეს საჭიროა, ბევრი რამ არის საყურადღებო. ზოგიერთ ეპარქიაში მის წინააღმდეგ არიან მომართულნი. კაცმა არ იცის, ვინ რა თამაშს თამაშობს.

2001 წელი, 23 ივლისი.

ლელა კაკულია და უწმიდესი ილია II.
დავით კვირკველიას ჩანაწერი.

დღეს ქალბატონი ლელა, მამა აკაკი და თქვენი მონა მორჩილი შევხვდით პატრიარქს. პატრიარქმა მისასალმებელ სიტყვაშივე უთხრა ქალბატონ ლელას:
– მე კარგად გიცნობთ. თქვენ უფალმა ხედვის დიდი უნარი მოგანიჭათ და ამ ხედვას უბრალოდ ნუ უყურებთ. ეს უდიდესი წყალობაა უფლისა და ის მარტო თქვენ კი არა, მთელ საქართველოს ეკუთვნის.
ჩემი რჩევა იქნება, პრესით ზედმეტ აფიშირებას ნუ გაუკეთებთ, მხოლოდ ის დაწერეთ, რაც ხალხისთვის სავალდებულოა…
მე ძალიან მაინტერესებს საქართველოს მომავალი. თქვენს ერთ–ერთ სტატიაში წერთ, რომ მუსლიმები ომს დაიწყებენ (ამით პატრიარქმა ხაზი გაუსვა მის ინტერესს ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველების მიმართ).
ამის შემდეგ ქალბატონი ლელა ჩვეული ენერგიითა და ახალგაზრდული შემართებით შეუდგა წინასწარმეტყველებების კითხვას და პატრიარქის გულის სიღრმეში არსებული ოცნებების გაშიფრვას, მისი ცნობისწადილის დაკმაყოფილებას.
ქალბატონი ლელას მონოლოგი ორმოც წუთს გრძელდებოდა. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II ქრისტესმიერი, მამაშვილური სიყვარულით შესცქეროდა დიდ წინასწარმეტყველს და ტკბებოდა მონასმენით საქართველოსა და ქართული ეკლესიის ბედნიერი მომავლის შესახებ.
დასასრულს მამა აკაკიმ პატრიარქს უთხრა:
– უწმიდესო, მე ქალბატონ ლელას საქართველოს უგვირგვინო დედოფალს ვუწოდებ.
მართალი ხარო, უპასუხა პატრიარქმა.

P.შ. პატრიარქთან საუბარში ქალბატონი ლელა ხაზს უსვამდა რუსეთთან ურთიერთობებს. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს საქართველოს, მაგრამ ჩრდილოეთის მხრიდან ორი ანგელოზი იცავს ჩვენს ქვეყანასო, ბრძანა წინასწარმეტყველმა.
ამ ფრაზის გაგონებაზე პატრიარქს სახე აენთო, თვალები გაუბრწყინდა, სავარძლიდან წამოიმართა და წამოიძახა: `სრული ჭეშმარიტებაა! დღეს-დღეობით ჩრდილოეთის მხარეს ასაგებად იგეგმება მონასტერი, რომელიც მთავარანგელოზების – მიქაელისა და გაბრიელის სახელობისა იქნება!~

* * *
`როცა ლელა კაკულია მოინდომებს ზიარებას, სადაც არ უნდა იყოს იგი, აზიარეთ!~ – ასეთი კურთხევაც მისცა უწმიდესმა ილია II-ემ ლელა კაკულიას.
მამა აკაკი მელიქიძე

2002 წელი, 15 სექტემბერი.

მე და დავითმა გავიარეთ მხატვრებთან. მიყვარს სურათების თვალიერება. ეს ძალიან მამშვიდებს.
ვნახე პატარა ხატი: შუაში უფალი, გვერდზე ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ვიყიდე.
უცებ ძალიან მომინდა პატრიარქის ნახვა, თითქოს ვჭირდებოდი. წავედით. დავითი შევიდა საპატრიარქოში და უკან პატრიარქის დაცვასთან – შოთასათან ერთად გამოვიდა.
შევედით. იქ ქალბატონი შორენა დამხვდა; ძალიან, ძალიან თბილად მიმიღო. პატრიარქი ისვენებსო, მითხრა. მაშინ მერე მოვალ-მეთქი, ვუთხარი. შორენამ სასტიკად იუარა: არა, არა! მალე გამოვა და უნდა შეხვდეთ, მას თქვენი დახმარება ჭირდებაო.
დავჯექი და დაველოდე.
უწმიდესი მეორე დღეს რაჭაში მიდიოდა ეკლესიების მოსანახულებლად.
– იცი, პატრიარქი გაციებას უნდა ერიდოს, შორენა, ბრონქები უღიზიანდება ძალიან. – ვუთხარი ქალბატონ შორენას (თან უწმიდესის შეშუპებულ ფილტვებს ვხედავდი). იგი გაფითრდა.
ცოტა ხანში მითხრა, უწმინდესი უკვე ბაღში გელოდებათო. ჩავედით ბაღში.
პატრიარQქს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. დამლოცა. წავიდეთ, ლელა, დავსხდეთო და თავისი საყვარელი ადგილისაკენ გამიძღვა.
უწმინდესმა ბევრი კითხვა დამისვა, ყველაფერზე ვუპასუხე… მერე მაინც ვერ მოვისვენე და ვუთხარი:
– უწმინდესო, ფილტვების, ბრონქების დიდ გაციებს ვხედავ. – და ზურგზე ხელი დავუსვი. მას სახე გაუნათდა, გამიღიმა და მომეფერა.
მოკლედ, დიდხანს ვისაუბრეთ. ვხედავდი, რომ ძალიან სიამოვნებდა უწმინდესს ჩემთან ლაპარაკი, უხაროდა. უპასუხო კითხვები არ დავუტოვე, დიდი ენერგიაც მივეცი და ფილტვების დაავადებაც გადავუკეტე. მერე დავემშვიდობე და წამოვედი.
გამოცილებისას შოთამ მითხრა, ქალბატონო ლელა, უწმინდესი ცუდად არის, ფილტვები, ბრონქები აქვს გაციებული. ექიმი იყო, გასინჯა, წამლები დაუნიშნა და მოგზაურობის ნება დართოვო.
შევხედე შოთას და გამეცინა. მივხვდი, რომ უფალმა მიმიყვანა პატრიარქთან, რათა ყველა სირთულე მომეხსნა მისთვის. თანაც, თვითონ უწმინდესმაც რომ არ გამომიშვა, სანამ არ მნახა…

2003 წელი, 2 მარტი, ღამის 12 საათი.

დღეს, საღამოს 7 საათზე წავედი საპატრიარქოში. უწმინდესი ილია II მელოდებოდა. მარტო არ წავსულვარ, წავიყვანე ჩემი შვილები: ვაჟი ლევანი და რძალი ნინო. ისინი ჯვარს იწერენ 9 მარტს და საჩუქარი გავუკეთე.
ლევანი და ნინო ძალიან თბილად მიიღო უწმინდესმა, გაესაუბრა, აკურთხა, დალოცა ისინი. ძალიან კარგი და ლამაზი იყო ეს ყოველივე.
მერე ბავშვები გავუშვი და დავრჩით მარტო. ორი საათი ვისაუბრეთ!..
უწმინდესი მეფერებოდა, მიღიმოდა. იგი გამოცოცხლდა, როცა წინასწარმეტყველებები წავუკითხე. `საოცარია! საოცარია! საოცარია!~ – ამბობდა უწმინდესი.
ვანახე, 1996 წელს რომ მეწერა, პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის იქნება დიდი შეჯახება-მეთქი; მერე ისიც გავაცანი, რაც დღეს – 2003 წელს ხდება და რომ წავუკითხე, ბოლოს რაც მოხდება, შვებით ამოისუნთქა.
`მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოგისმენ, ჩემო ლელა!~ – მითხრა უწმინდესმა.
მე ვიცი, პატრიარქო, რომ გწამს ლელა კაკულიას წინასწარმეტყველების, ჩვენი ხედვებისა და ყურს გვიგდებ მხოლოდ ჩვენ! ეს მღვდლებმაც იციან.

2003 წელი, 15 მარტი, დილის 7 საათი.

რაც კი ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი სრულდება.
საქართველოს მძიმე პერიოდები ელის სარწმუნოების მხრივ, მაგრამ ყოველივე დასრულდება ისე, როგორც ჯერ კიდევ 1992-1995 და ა.შ. წლებში ვწინასარმეტყველებდით. ვერც ერთი სექტა ფეხს ვერ მოიკიდებს საქართველოში. ეს ასეა ასი პროცენტით. პატრიარქი გაიმარჯვებს!!!

2004 წელი, 20 თებერვალი.

იწყება დიდი ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, დიდი ბრძოლა! პატრიარქს ძალიან გაუცრუვებს იმედებს ეს მთავრობა. აი მაშინ აეხდება ფარდა ყოველივეს. წამოვლენ იეღოვას მოციქულნი, კათოლიკეები ფრთებს შლიან – ეს არის პასუხი ღვთისა საქციელისა შენისა, საქართველოვ!!!
უფლებები ეკლესიისა შეიკვეცება. ლაპარაკი იქნება პატრიარქის შეცვლაზე, სიკვდილს არ უცდიან… ვნახოთ!!!
ევროპა და ამერიკა უკმაყოფილებას გამოთქვამს. `ცივი წყალი დალიეთ!~ – ეუბნება პრეზიდენტი. იგი ფიქრობს, რომ მისი მომრევი კაციშვილი არ არის დედამიწის ზურგზე! იგი დავით აღმაშენებელია – სიმაღლითაც და სისასტიკითაც, მაგრამ იგი, თუ არ შეასწორა ნაბიჯები… თუმცა, მაინც კრახით დაამთავრებს ასი პროცენტით.

2004 წელი, 30 მარტი.

ეკლესიას ძალიან დაუპირისპირდებიან. მათ პატრიარქის შეცვლა სურთ, მომზადებულიც ჰყავთ მეუფე. არაფერი გამოუვათ. უდიდეს დარტყმას მიაყენებს ღმერთი, უფალი მწარედ დასჯის მათ ყველაფრისთვის. შევიდნენ მახვილით ტაძარში და იქვე განიგმირებიან უფლის ბრძანებით: `ვინც ჩემს სახლს შეეხება, მე მას შევეხები! ვინც ჩემ ხალხს შეეხება, მას გავუსწორდები. ამინ!
ქართველი ბავშვი მხოლოდ მართლმადიდებელია! საქართველო ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყანაა და ურჯულო ფეხს ვერ მოიკიდებს იბერიაში!!! და განვდევნი მათ ცეცხლითა და მახვილით, ამინ! დავასუფთავებ მთელს იბერიას და დაწყნარდება ჩემი სახლი და ჩემი ხალხი! ამინ!~
ამ წუთში ვუყურებ უფალს, რომელიც მესაუბრება განრისხებული. შემეშინდა!!!

2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი.

ვხედავ, უწმიდესის მოშორება სურთ — ანუ მოწამლონ! — მაგრამ არაფერი გამოუვათ!

2005 წელი, 15 ივლისი, ურეკი.

ეკლესია იწყებს ბრძოლას. დიახ, ვხედავ, საპატრიარქო აღარ გაჩუმდება. დუმილისა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკამ ქართულ მართლმადიდებლობას დიდი ზიანი მიაყენა. ეს უკვე დაფარული არავისთვის აღარაა. ხალხს რწმენაც შეერყა და ფსიქიკაც. ეკლესიები მრევლს კარგავენ, თანაც მასიურად! საჭიროა მოქმედება. პატრიარქი არაფერს კარგავს. უმოქმედობა სიკვდილია ერისა და მთელი საქართველოსი. ხალხს არავისი სჯერა – არც მთავრობისა და არც ოპოზიციისა. დარჩა მხოლოდ ეკლესია. ვხედავ, ხალხი გაყვება პატრიარქს. ეკლესია პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის, არადა მისი როლი უპირველესია – ხალხი მხოლოდ მათ გაყვება. აი აქ, აქ ვხედავ: იქმნება მეცნიერთა პარტია; მოდის ჩემი მეგობარი, ანუ ჩვენი ენერგია და იგი ეყრდნობა, ანუ მხარდაჭერა აქვს საპატრიარქოსი. ეკლესია და მთელი საქართველო მეცნიერთა პარტიას მხარში ამოუდგება. ეკლესიას ერთი უმნიშვნელოვანესი მისია აქვს: მოიყვანოს ახალი ხალხი, ანუ პრეზიდენტი და მთავრობა, ხალხისთვის უცნობი, მაგრამ სამაგიეროდ ეკლესიისგან დალოცვილნი, ესე იგი, მისაღები ხალხი. ასე ხალხი, მათი დაჩლუნგებული გონება კი არ ფიქრობს,, არამედ საპატრიარქო ხედავს და ლოცავს ამ მეცნიერთა პარტიას. `ესე იგი, მათ უნდა გავყვეთ!~ – იტყვის მთელი საქართველო. ეს არის გადარჩენა ენისა, მამულისა და პირველ რიგში, სარწმუნოებისა. ამინ!
მართლმადიდებლობა იზეიმებს!
და ლღვება გაყინული ტვინი საქართველოსი!

2006 წელი, 21 მარტი.
პატრიარქი ცუდად ხდება, საავადმყოფოში ვხედავ. ძლივს გადარჩება. საპატრიარქოშიც არეულობაა, მაგრამ ვხედავ, ახალი ძალები იკრიბებიან მართლმადიდებლობის გადასარჩენად!!! ამას ვერავინ შეჩერებს. დიდი ბრძოლები გაიმართება. ბევრი საქმე ამოიწევა.

2006 წელი, 11 მაისი.

პატრიარქის მარჯვენა ხელი ფრთხილად უნდა იყოს, თორემ დაიჭერენ ასი პროცენტით.

2006 წელი, 6 ივნისი.

სიფრთხილე მართებს ქართულ ეკლესიას. ძალიან რთული პერიოდი დაუდგებათ…
ვხედავ, ფინანსური პოლიცია ინტერესდება საპატრიარქოს ბიუჯეტით…
პატრიარქის მარჯვენა ხელს, ციხეში უკრავენ თავს. თანხების გადამალვას და ბევრ სხვა რამეს დააბრალებენ…

2006 წელი, 9 დეკემბერი.
ფრთხილად, პატრიარქი ცუდად ხდება! ოპოზიცია იყვირებს, რომ იგი მოწამლეს. ვხედავ, რომ პატრიარქი ჩვეულ სიფრთხილეს კარგავს და სარისკო ნაბიჯებს დგამს. ფრთხილად!

2007 წელი, 20 იანვარი.

საპატრიარქო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მომავალში. მათ მოუწევთ `დემოკრატიის~ თამაში, რომელიც საერთოდ მიუღებელია მართლმადიდებლობისთვის. შავი ძალები აკონტროლებენ საპატრიარქოს. ეს დიდ ქაოსს გამოუწვევს. ვხედავ, ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები ამაზე ალაპარაკდებიან, მაგრამ ეს ყოველივე დროებითია.
ვხედავ, ამ წუთში უფალი როგორ დაეშვა დედამიწაზე. იგი ფეხშიშველია და გრძელი, თეთრი სამოსი აცვია, წელზე უბრალო ბაწარი აქვს შემოხვეული. ღმერთო, რა ლამაზი და ნათელია იესოს სახე! სადაც კი ფეხს დგამს, ვხედავ, ყველაფერი იცვლება და სუფთავდება! ღმერთო, თვითონ უფალი ასუფთავებს საქართველოს! მან გამიღიმა და მითხრა: `დაე, აღსრულდეს შენი დანახული ყოველი, უკვე ხილული და ჯერ კიდევ არახილული. ყველა მოკვდავი მიხვდება, სად არს ნათელი. ნუ შეგეშინდება! ყოველივე, რასაც ხედავ, ამცნე ქვეყანას და ხალხებს და ვაი მათ, ვინც შენ მოგეკარება! სწრაფად აგებენ პასუხს სხვების დასანახად! ამინ!~
ვხედავ, უფალმა მთელ საქართველოს შემოუარა, მერე ბზა დამიდო ფეხებთან და გაქრა ზეცაში!
ღმერთო, რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი!
ეს არის გაფრთხილება მსოფლიოს მიმართ. ყველაფერი შეიცვლება: ჩრდილოეთითა და აღმოსალეთით, სამხრეთითა და დასავლეთით!
ფრთხილად, ადამიანებო!
2007 წელი, 26 აპრილი.

შავი ღრუბელი იკვრება საპატრიარქოს თავზე. ფრთხილად! მთავრობა არ დაუთმობს პატრიარქს. მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა აქაც გატარდეს რეფორმები. პატრიარქი დასუსტდა. და მერე, როცა ვერაფერს მოიფიქრებენ, გამოსავალს იმაში იპოვიან, რომ, როგორც ყოველთვის, იტყვიან, პატრიარქი რუსეთთანაა კონტაქტში და რუსულ პოლიტიკას ატარებსო. ერთია, დაჭერას არ აკადრებენ, თორემ ყველაფრის გაკონტროლებას შეეცდებიან…

2007 წელი, 17 დეკემბერი.
ვხედავ, საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის. ვხედავ სიკვდილს… ბევრი რამ შეიცვლება.
მომავალში საპატრიარქოში, ვხედავ, სიმშვიდეა…
1995 წელს შევხვდი მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, რომ იგი გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.
მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი, რაც ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს!

2008 წელი, 24 იანვარი.
ვიცი და ვხედავ, რომ უფალი დააწყნარებს ყველას და ყველაფერს. საპატრიარქო განიწმინდება უარყოფითი ენერგიებისგან. მოდიან მართალი, მართლმადიდებელი მწყემსები და ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში.
მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა! ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს! დიახ, ასე ვხედავ. აი ნახავთ!
მეუფეს ეს ბევრი წლის წინ ვუწინასწარმეტყველე პირადად, საპატრიარქოში, მის კაბინეტში. მაშინ მეუფე ძალიან ახალგაზრდა იყო და ვერ დაიჯერა წინასწარმეტყველება. დღეისათვის კი მან განვლო ისეთი გზა, რომელიც ცხადად გვანიშნებს, რომ იგი უნდა გახდეს ნამდვილი პატრიარქი საქართველოსი და განაგრძოს ქვეყნის აღმშენებლობა, რასაც აკეთებდა ილია II. უფრო განსხვავებულ გზას ვხედავ, მართალია, მაგრამ ყოველივე ეს ხომ ღმერთის ნებაა!

2008 წელი, 21 დეკემბერი, თბილისი.
ვხედავთ, საპატრიარქოში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ეს მოხდება ღიად. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე. ეტყობა დროა, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდეს!!!
ისე, ძალიან დიდი სირთულეები აქვს პატრიარქს გადასატანი. მღვდელმთავრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. თუკი აქამდე ყოველივე დაფარული იყო, ახლა არაფერი დაიმალება და აღსდგება შავი ბერი პატრიარქის წინააღმდეგ; გაიყოფიან ორად და დაიწყება ბრძოლები. ამას ყველა იხილავს.
ბრძოლები ყოველთვის იყო!!! მე ყოველთვის ვაფრთხილებდი საპატრიარქოს! განსაკუთრებით, პოლიტიკაში არ ვურჩევდი ჩართვას, ანუ იმ საკითხებში, რომლებიც ბუმერანგივით უკან დაუბრუნდებოდათ.
ვხედავთ ბერების, შავი ბერების აჯანყებას. ვიმეორებ: ბევრი რამ ხდება ხილული…
ყველაფერი ასრულდება, ყველაფერი ითქმება. ასეთია ნება უფლისა. ამინ!

2009 წელი, 30 ნოემბერი, თბილისი.
ვხედავ მომავალში ძალიან, ძალიან დიდ ცვლილებებს საპატრიარქოში: ძლიერი, რკინის ხელი, ძლიერი ენერგია მოევლინება ქართულ მართლმადიდებლობას, რომელიც გადაარჩენს არამხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ მთელ ჩემს ქვეყანას!

2009 წელი. 20 დეკემბერი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე ბევრჯერ მისაუბრია საქართველოს მომავალზე პატრიარქთან, მრავალჯერ წამიკითხავს მისთვის ჩემი წინასწარმეტყველებები. და აბა სხვამ ვინ, თუ არა პატრიარქმა, იცის, რომ დღეს ეს ყველაფერი სიტყვა-სიტყვით სრულდება. ეს ისტორიაა, ბატონებო, რომელიც მომავალ საუკუნეებში აღინიშნება და ითქმება ყოველივე.
მე ბევრჯერ ვიწინასწარმეტყველე საპატრიარქოსა და მის ბინადარზეც, რაც ასევე ასი პროცენტით ასრულდება. დიახ, კოსმოსი დაასუფთავებს უფლის სახლს. და მერე როგორ?! ყველა იხილავს ამას. ასეთია ნება კოსმოსისა, რათა დარჩეს მღვდელი იგი პატიოსანი და ვხედავ, გადარჩება ბოლოს საპატრიარქო. განწმინდავს და დაასუფთავებს უფლის ხელი ყველაფერს. ირწმუნეთ, ვინაიდან თითოეული სიტყვა ასრულდება ასი პროცენტით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება.
მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მუდამ მეყვარება ჩემი პირველი მოძღვარი, აწ გარდაცვლილი მიტროპოლიტი, მეუფე კონსტანტინე მელიქიძე – უნიჭიერესი, უჭკვიანესი, სიკეთით სავსე ადამიანი, რომელიც ძალიან მაკლია. მიყვარს ჩემი მოძღვარი – მამა ფარნაოზი, უგანათლებულესი პიროვნება, ჭეშმარიტი უფლის მსახური და ჭეშმარიტი მღვდელი.
ჰოდა, დროა უკვე, ვხედავ, დასუფთავდეს ყოველივე. და დღე იგი უკვე დადგა, ვხედავ. ამინ!

2010 წელი, 25 იანვარი, თბილისი.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, რაზეც ბევრს გული დაწყდება.
სიფრთხილე მართებს საპატრიარქოს! ვხედავ, იგეგმება ახალი შეტევები…

2010 წელი, 14 ნოემბერი.
დიდი ცვლილებები, ვიმეორებ, საპატრიარქოშიც იქნება. ფრთხილად, ბევრი დაკარგავს თავის ადგილს, დიახ ადგილს. სამღვდელოებას ძალიან გაუჭირდება, ვხედავ. დიდი ბრძოლები გაიმართება, ყველა გაოცდება. სიმართლეს ვერაფრით დამალავთ! იქნება დიდი დაპირისპირებები, დიდი შეცდომები, ორ კურდღელს ვერ დაიჭერთ! კოსმოსი თვალყურს გადევნებენ, როგორც არასდროს. ფრთხილად!

2011 წელი, 6 სექტემბერი, ურეკი.
ვხედავ, დიდი ცვლილებებია საპატრიარქოშიც — დიდი სირთულეები, დიდი დაპირისპირებები და………!!!“

loading...

LEAVE A REPLY