ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს:

 „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას – ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს.
 ძვირფასო მეგობარო, გილოცავთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის უმაღლეს პოსტზე არჩევას. თქვენი უდიდესი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება საფუძველს ჩაუყრის ახალ, პროგრესულ პროცესებს არა მარტო გერმანიაში, არამედ ევროკავშირში მთლიანად. დარწმუნებული ვარ, თქვენი ძალისხმევა ასევე დიდად წაადგება საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპასთან, მისი ტეროტორიული მთლიანობის აღდგენას და დემოკრატიის განმტკიცებას.
 სამწუხაროდ, 2008 წლის ივლისში, ჩვენი თბილისში შეხვედრისას განხილული პრობლემები, კვლავ მწვავე და აქტუალურია საქართველოსთვის. თქვენი ფაქტორი კი ამ სიძნელეთა გადალახვაში კვლავ უაღრესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი