საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბელგიის სამეფოში, თავდაცვის მინისტერიალზე დასასწრებად გაემგზავრა. ლევან იზორია მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართავს, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს  როლზე ისაუბრებს. ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს სამხედრო კონტრიბუციის, სამომავლო გეგმების და ფინანსური ჩართულობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი