კრისტი ტარლინგტონი

ცნობილი სლოგანი “ყველა აღფრთოვანებულია შენით, შენ კი მეიბელინით” – კრისტი ტარლინგტონის გამო გაჩნდა.

მისი კონტრაქტი კოსმეტიკურ კომპანიასთან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იყო 90-იან წლებში.

გადაღების 12 დღის განმავლობაში, ყოველ წელს ის 800 000 დოლარს იღებდა.


კრისტი 500-ზე მეტი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, მუშაობდა უამრავ მოდის სახლთან, მაგრამ ყველაზე ხშირად “კელვინ კლაინთან”. 2013 წელს ის კვლავ მიიწვიეს ბრენდის წამყვან მოდელად.

ნაომი კემბელი


“შავი პანტერა” მთელს მსოფლიოშია ცნობილი არა მხოლოდ სამოდელო დამსახურების, არამედ ფიცხი ხასიათის წყალობით. ნაომი ხშირად ერთვება ჩხუბში და შემდეგ სასჯელს გამოსასწორებელი სამუშაოების სახით იხდის. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ მისი სამოდელო კარიერაც – ის ნამდვილი ლეგენდაა. 90-იანებში სამოდელო ბიზნესში მას უფრო დიდი სირთულეები ხვდებოდა, ვიდრე სხვა მოდელებს – რასობრივი დისკრიმინაცია ჯერ კიდევ ძლიერი იყო.

კეიტ მოსი


90-იან წლებში კეიტ მოსის გამოჩენამ სამოდელო სამყარო თავდაყირა დააყენა – იმ დროის მაღალი სუპერმოდელების ფონზე, მოსი პატარა და ძალიან უბრალო გოგონა იყო, არა ისეთი “ქალღმერთი”, როგორიც იყო ევანგელისტა, შიფერი ან სხვები. მისი არაპროპორციული ნაკვთები, მკაცრი გამოხედვა, საშუალო სიმაღლე და გამხდარი ფიგურა ანდროგინულობის და ჰეროინის გლამურის სიმბოლო გახდა მოდის ინდუსტრიაში.

ლინდა ევანგელისტა

ლინდას კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, როდესაც პატარა ლინდა სილამაზის კონკურსებში იღებდა მონაწილეობას. 1988 წელს ის “მის ნიაგარა” გახდა, სადაც შენიშნა ცნობილმა ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგმა და მისი ცნობილი მოკლე ვარცხნილობა დაუყენა. მის აქტივში 600 ჟურნალის გარეკანია და დღემდე აგრძელებს ფოტოსესიებში მონაწილეობას.

კლაუდია შიფერი

ულამაზესი ქერა კლაუდია შიფერი თითქოს ბრიჯიტ ბარდოს ახლებური ვერსიაა, მიუხედავად იმისა, რომ კინოკარიერა სულაც ვერ ააწყო. მისი მონაწილეობით ეპიზოდური როლი მხოლოდ “რეალურ სიყვარულში” თუ იცის ხალხმა.

სამაგიეროდ, სამოდელო კარიერაში კლაუდიას ყველაფერი იდეალურად აქვს: ღამის კლუბში მან სამოდელო სააგენტო მეტროპოლიტენის დირექტორი გაიცნო, შემდეგ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, ჟურნალ “ელის” ყდაზე გამოჩნდა, “შანელთან” მუშაობა დაიწყო და ამის მერე ყველაფერი უფრო ზღაპრულ სახეს იღებდა.

სინდი კროუფორდი


“გოგონა ხალით ზედა ტუჩზე” – ასე ეძახდნენ სინდის სამოდელო კარიერის დასაწყისში. სწორედ ხალი იყო და დღემდე რჩება მის სავიზიტო ბარათად. თუმცა ოჯახში ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სინდი სილამაზით დაიპყრობდა მსოფლიოს, მას გამუდმებით უწოდებდნენ “მახინჯ იხვის ჭუკს”.

16 წლის ასაკში გოგონა ადგილობრივი გაზეთის ფოტოგრაფმა შენიშნა, 17 წლის კი უკვე ვარსკვლავური სააგენტო “ელიტის” მოდელი იყო. კარიერის დასაწყისში სინდის ბეიბი ჯიას ეძახდნენ ჯია კარნაჯთან მსგავსების გამო.

 

წყარო: ALLNEWS.GE

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი