დღეს, სააკაძის მოედანზე და თბილისის მერიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარიშვილის მხარდაჭერით, ორთაჭალელმა ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი, სიგნალებიანი ავტო-აქცია გაიმართა !

აქციის მონაწილეებმა, მერიისაგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ, უკანონოდ გაუქმებული ტაქსების ავტოსადგომის აღდგენა. მათ შექმნილი ვითარების მიზეზად მერიასა და ორთაჭალის ავტოსადგურის მფლობელებს შორის კორუფციული გარიგება დაასახელეს, რადგან სხვა ახსნა ამ გადაწყვეტილებას უბრალოდ არ გააჩნია.

ლაშა ჩხარტიშვილმა, განაცხადა, რომ: ან ხელისუფლება თავს დაანებებს ტაქსების მძღოლების სხვადასხვა ფორმით შევიწროებას ან არადა კალაძე და ივანიშვილი ტაქსების მონოპოლიის ნაცვლად, ტაქსების რევოლუციას მიიღებს ! მან ასევე მოუწოდა, თბილისის ყველა ტაქსის მძღოლს, ხვალ, 16 მარტს, 12:00 საათზე, სადგურის მოედანზე, ტაქსების მძღოლების საერთო აქციაში მონაწილეობისაკენ, სადაც მოთხოვნილი იქნება, ტაქსების გადაღებვის დანაშაულებრივი პროგრამის შეწყვეტა, რომლის ძირითად მიზანს, კალაძისა და ივანშვილი მხრიდან, ინდივიდუალური ტაქსის მძღოლების განდევნა და მათი კომპანიების მიერ სფეროს მონოპოლიზაცია წარმოადგენს!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი