რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს საზოგადოება, თუ ნარკოლიბერალიზაცია მოხდება?

ლაშა კილაძე, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი:

_ რასაც ჩამოვაყალიბებ, ეს პრობლემები აუცილებლად დადგება ნარკოლიბერალიზაციის ფონზე.

პირველი, მოხმარება გაიზრდება და შესაბამისად გაიზრდება ის ზიანი, რომელსაც ნარკოტიკი, მოცემულ შემთხვევაში _ თეთრაჰიდროკანაბილონი აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ასევე, ეს პროცესი არის ძალიან რთული, რადგან პირველ რიგში ჭირდება განათლება. განათლება არა ამორფული, არამედ კონკრეტული მიმართულებით. სერიოზული საგანმანათლებლო, პრევენციული კამპანია,  დაწყებული საბავშვო ბაღის დონიდან. ასევე, სერიოზულად განვითარებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის ქსელი. კარგად მომზადებული სპეციალისტები.

ევროპაში წამყვანი ბიუროს კვლევით, რომელიც აკონტროლებს ამ მიმართულებას, ევროპის ქვეყნებში, დღეს ოპიოიდებზე დამიკიდებულების შემდეგ, ყველაზე გავრცელებული დამოკიდებულება გახლავთ მარხუანაზე დამოკიდებულება და თუ მარიხუანა არაფერს არ იწვევს, ეს ხალხი ეტყობა თავისთვის ერთობა.

სიგარეტზე, ყავაზე დამოკიდებულებაც არსებობს, გასაგებია, მაგრამ ეს არ იწვევს ფსიქოზს, როგორც ეს ხდება მარიხუანას შემთხვევაში. მარიხუანას მოხმარების შედეგად გამოწვეულ ფსიქოზს ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით. პაციენტები გვყავს ასეთ მდგომარეობაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი