საქართველო მსოფლიოს ერთერთი უძველესი ქვეყანაა, რომლის ისტორიაც ჩვ.წ.აღრიცხვამდე დიაოხიდან და ტაოდან იწყება.ქართველი ერი ამ ისტორიის ნაწილია და იშლება მთელს მსოფლიოში, როგორც კაცობრიობის ისტორიის შემქმნელი უძველესი ერის შთამომავლები. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ სწორედ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან გენიოსი ადამიანები, რომელთა ნამოღვაწარიც ქმნიდა და ქმნის საქართველოს ისტორიას, ეროვნულ კულტურას, ფასეულობებს, ეროვნულ ღირებულებებს. სწორედ ასეთი ადამიანების მიერ შექმნილ ღირებულებებზე დგას ქართული სახელმწიფო. ეროვნული ბედნიერებაა, როცა ყოველი დროის ეპოქიალურ ისტორიას ჩვენამდე მოაქვს დიდებულ გენიათა მიერ გავლილი გზა და შემოქმედებითი თუ საზოგადოებრივი ნამოღვაწარი.კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა დღევანდელი რეალობის ფონზე გამოჩნდებიან ქართული ეროვნული ღირებულებების მქონე ადამიანები. ვარ ბედნიერი, რომ მქონდა ისტორიული ფურცლების ჩაწერის საშუალება დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე აკადემიურ პიროვნებასთან ბ.ნ თეიმურაზ შაშიაშვილთან. რომელმაც ორას მეცნიერთან ერთად შექმნა ქართული სახელმწიფოს განვითარებისა და გადარჩენის უნიკალური კონცეფცია: “გზა ცუვილიზებული სახელმწიფოსკენ”. ამ კონცაფციის ორგანული ნაწილია ქვეყნის სწორი განვითარების პროექტი “ახალი განზომილება”, რომელსაც წითელ ზოლად გასდევს “ქართული,მხოლოდ ქართული გზაა!

ბ.ნი თეიმურაზ შაშიაშვილი სწორედ ის პოლიტიკოსია, რომელიც ირჩევს ქართულ გზას! ამერიკასა და რუსეთში მორბენალი ჩვენი ვაიპოლიტიკოსების ფონზე საქართველოს ცაზე მწვანე შუქივით ანთია შაშიაშვილისეული ქართული სული და ეროვნული პათოსი. სწორედ ესაა ალბათ უფალი რომ მიგვანიშნებს სად გავჩერდეთ და საიდან გავაგრძელით, რომელი მიმართულებით. “გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ”-ბრძანებს ბ.ნი თემური და სწორიცაა, არ შეიძლება იარო სხვისი კარნახით, თუ გვინდა გადავრჩეთ როგორც ერი და როგორც ქართული სახელმწიფო სწორედ ქართულ გზასუნდა გავყვეთ!

ბ.ნი დათო ანდღულაძე სოციალურ ქსელში წერს: მე კერპად არ მყოლია არასდროს, მაგრამ დგება ის დრო, როდესაც უნდა ენდო ადამიანს, ვისაც ჩააბარებ შენს ქვეყანას და შენი ოჯახის ბედს. ხოდა დღეს ეს ადამიანი ჩემთვის არის ბ.ნი თეიმურაზ შაშიაშვილი, ადამიანი სუფთა პოლიტიკური წარსულით და დიდი გამოცდილებით, კაცი რომელიც არცერთი თავისი მძიმე პოლიტიკური მოღვაწეობის დროს არ გაიყიდა დიდ ფულზე და დიდ თანამდებობაზე,მე მჯერა მისი და მის გარშემო მყოფი იმ აკადემიკოსების,პროფესორების,ხელოვანი ხალხის სპირტსმენების და ჩვენი მოსახლეობის ვისთან ერთადაც ბ.ნმა თემურიმ შექმნა მორალური გუნდი ქვეყნის გადასარჩენად, ყველანაირად დასაბუთებული სამომავლო გეგმებითა და პროექტებით, ქვეყანას უნდა მართავდეს თავისი საქმის პროფესიონალები და არა ამერიკასა და ევროპაში სამთვიანი კურსგავლილი ვითომ პოლიტიკოსები,რამაც დანგრევამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა.”

ჟუჟუნა აბესარიძე-ბეჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:”ბ.ნი თეიმურაზის გამარჯვება ნიშნავს ჩალაგამოვლებულ რუსეთსა და ამერიკას,განვითარების გზაზე შემდგარ საქართველოს”.

ზაზა ყიფიანი: “ბ.ნი თეიმურაზი იყო პირველი გუბერნატორი ვინც იუნესკოს ეგიდით ქუთაისის დღეები მოაწყო პარიზში, ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი მოვლენა. დღევანდელი გადასახედიდან ეს ამბავი კიდევ უფრო შთამბეჭდავია.”

ბ.ნი თემური ქართული მეობით გულანთებული ჭეშმარიტი ერისკაცია,რომლის ყოველი გამოსვლა და ყოველი ნათქვამი ფრაზა ქართული თვითშეგნების აღზევებასა და განვითარებას ამკვიდრებს ერში.”აღვირახსნილი ლიბერალიზმის”ფონზე სწორედ ასეთმა ერისკაცებმა უნდა აიმაღლონ ხმა,რათა არ დარჩეს ადგილი უმეცრებასა და ბოროტებას,რაც ერს განადგურებას უქადის. .ბ.ნი თემურის პოლიტიკა ერის გაერთიანებასა და საქართველოს გამთლიანებას ემსახურება.მისეული მაღალი ინტელექტი და აკადემიურობა მომხიბვლელია,და ბედნიერია ერი რომელსაც ასეთი მამულიშვილები ჰყავს.ამიტომაცაა რომ მის გვერდით გაერთიანდა საქართველოს ინტელიგენცია . “დიდი, ძალიან დიდი ძალა გინდა , რომ არ შეიშალო დანიშნული და გამოგონილი პოლიტიკოსების პარპაშით.ასეთებს ჯერ მოჰყავთ ხელისუფალი და ამით ტრაბახობენ,ხოლო შემდეგ მისი გაგდებით,როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ სიყალბეში,როდემდე უნდა ვუკრათ ტაში ამ ბოროტებას-“ბრძანებს ბ.ნი თეიმურაზი სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსით.

სწორედ სამშობლოზე ფიქრით დამძიმებული აჟღერებს ბ.ნი თემური ყოველ ოთხშაბათს ოთხ საათზე სოციალურ ქსელში ლაივ კონფერენციებს:”ფიქრი ამოძრავებული მომავალია”.

“დამწვარა ყველა სკამი და ყველა პარტია თუ საქართველო არ იქნება გაბრწყინებული!ვისურვებდი ისეთ ხელისუფალთ,რომელთაც ერთი კაბინეტი ექნება მეცნიერებათა აკადემიაში,ქართულმა პოლიტიკამ დაკარგა აკადემიზმი”-ბრძანებსბ.ნი თემური. ბ.ნმა ტარიელ ჭანტურიამ ორი წინადადებით თქვა ყველა ჭეშმარიტი ქართველის სათქმელი:”ჩემს ძმას თემურს-ერთ იმათგანს ვისაც საქართველოს ერთგულებაში ვენდობი და ვისაც ვინატრებდი ჩემი ქვეყნის სათავეში,ჭირიმე შენი!” “მეფობა ძნელია,მაგრამ დღეს უფრო ძნელი ქართველობაა”-თეიმურაზ შაშიაშვილი. სწორედ ესაა ქართულ სიძლიერეს რომ სჭირდება დღეს,გაბედული და პირდაპირი,ეროვნული პათოსის დიპლომატი პოლიტიკოსი. წსრმატებებს გისურვებთ ბ.ნო თემურ ძლიერი საქართველოსთვის!

ლაურა ნიჟარაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ფონდის გენერალური დირექტორი.

R

კომენტარები
Загрузка...