,,ლარი იმდენჯერ გააუპატიურეს, უკვე გაბოზდა“ _ ფეისბუქმომხმარებლის ეს მოსწრებული გამონათქვამი, ზუსტად ასახავს ქართველი ეროვნული ვალუტის მდგომარეობას. დღეს კიდევ ერთხელ განხორციელდა ეს აქტი და როგორც ჩანს, არც უკანასკნელად.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი გამოაქვეყნა და ხვალიდან, 1 აშშ დოლარი 2.6604 ლარი ეღირება. გუშინ ეს მაჩვენებელი 2.6599 ლარი იყო. 1 ევრო კი 2.8301 ლარს შეადგენს. გუშინ 1 ევროს ფასი 2.822 ლარი იყო. კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი კურსი გაცილებით მაღალია.

ლარის გამაუპატიურებლებს არავინ ეძებს, არც გაქცეულს მისდევენ. ხელისუფლების წარმომადგენლები გულს იმით იმშვიდებენ, რომ ეს პროცესები მოსახლეობის ჯიბეზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ამ შემთხვევაში მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ “ნეტარ არიან მორწმუნენი…”   –

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი