ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. საპარლამენტო უმცირესობაში თვლიან, რომ ლარის კურსის ვარდნა მთავრობის არასწორი ეკონომიკური  პოლიტიკის შედეგია.

 

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ მოუწოდა მმართველ გუნდს დროზე გამოფხიზლდნენ რადგან ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია.

„იქნებ დროა დაღვინდეთდამძიმდეთ და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს და მაღალ სიმაღლეებზე ნუ აიყვანთ ქვეყანას,“-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში უპასუხეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მოხდება შესაბამისი ინტერვენციები.

„ლარი ვიცით რომ მცურავია, ხან იქით გადაცურდება ხან აქეთ, მაგრამ ახლა თავქუდმოგლეჯილი გარბის და ეს სახეზეა და ამბობდნენ, რომ ეროვნული ბანკის საქმე ეს არ არის . აქ იბადება ძალიან სერიოზული წუხილი,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი