კომპანია Lamborgini-მ რომის პაპს საკუთარი წარმოების უახლესი სუპერქარი აჩუქა. კომპანიამ რომის პაპს ფრანცისკე I-ს ექსკლუზიურად მისთვის გამზადებული ვერსია Huracan-ი გადასცა. Lamborgini-ს წარმომადგენლებმა სუპერქარი ვატიკანში მიიყვანეს, სადაც პონტიფიკოსს პირადად აჩვენეს ის. პაპმა მანქანა მოიწონა და მასზე წარწერაც დატოვა, თუმცა, მის მოხმარებას არ აპირებს. ვატიკანი საჩუქარს უახლოეს მომავალში აუქციონზე გაიტანს.

როგორც ვატიკანში აცხადებენ, მიღებული თანხების ნაწილი ომის შედეგად დაზარალებული ერაყელი ქრისტიანების დასახმარებლად იქნება გამოყენებული.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი