ლალი ბადურაშვილის სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

მას შემდეგ, რაც ორდღიანი დუმილის შემდეგ ოცნების რჩეულმა კანდიდატმა განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში იბრძოლებს, ლალი ბადურაშვილმა ღია მხარდაჭერა მას კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მან ასევე გააკრიტიკა გრიგოლ ვაშაძე და დაინტერესდა, როგორი ბიოგრაფია აქვს მას.

„სად ხართ, გამოდით ყველანი. მგელი მოდისო, მგელიო, გვაშინებდნენ და ნუ გეშინიათ, არ მოდის. არ მოდის კი არა, მოსულია უკვე. საქართველო აღარ იქნება. აი, მოვა ეს მგელი, აღარ იქნებით თქვენ. ყველა იქნება, თქვენს გარდა. ეს ტერიტორია იქნება იმიტომ, რომ ყველას სჭირდება, თქვენ აღარ. აი, რა ღირსება აქვს? ერთი ღირსება დამისახელეთ მისი ბიოგრაფიის. ერთი, რომ უმშვენიერესი მეუღლე ჰყავს, მეტი არაფერი, არაფერი ბიოგრაფია. ჩემთვის სასაცილო ნათელაშვილსაც კი რაღაც ბიოგრაფია აქვს. ამას არა და რატომ ამხელა ხმის მიცემა?“ – განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს ქეთი დოლიძეც.

რეჟისორი ამბობს, რომ ევროპისკენ გზა სწორედ სალომე ზურაბიშვილზე გადის.

„სალომე არის ჩემი მეგობარი იმიტომ, რომ მას ვუჭერ მხარს, იმიტომ, რომ სწორედ სალომე არის გზა ევროპისკენ. არის ასეთი თქმა, ყოფილი კგბ-ს თანამშრომლები არ არსებობენ. თანაც სამწუხაროდ ეს რუსული გამოთქმაა,” –  აცხადებს ქეთი დოლიძე.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი