კრიპტობაზარი ზრდას განაგრძობს, მისმა ჯამურმა კაპიტალიზაციამ $750 მლრდ-ს გადააჭარბა.

ForexClub Georgia -ს ინფორმაციით,

#1 ციფრული ვალუტის – ბიტკოინის ღირებულება თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ სხვა ვალუტების ღირებულების ზრდის ფონზე, მისი წილი მთელს კრიპტობაზარზე 33.6%-მდე დაეცა. რიპლის ფასი კვლავ ზევით მიიწევს. 24 საათში მისი ღერებულება 35%-ით გაიზარდა და 3.54-ს მიაღწია. ეთერიუმის ფასი 950 დოლარს გაუტოლდა. ბიტკოინ ქეშის ღრირებულება თითქმის 15%-ით შემცირდა და 2500 დოლარს ჩამოსცდა. კარდანოს ფასი 34%-ით, ხოლო ნემის ფასი 57%-ით გაიზარდა. ლაითკოინი, იოტა და დეში სამივე მცირედით გაუფასურდა. კაპიტალიზაციის რეიტინგში ათეულში შემავალი 4 ვალუტა: რიპლი, კარდანო, ნემი და სტელერი 1 კვირის განმავლობაში 100%-ზე მეტით გამყარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი