რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იუმორისტულ გადაცემაში  «Международная пилорама», წამყვანის ტიგრან კეოსოიანის კითხვას –  ვინ არის მსოფლიო პოლიტიკაში მთავარი “დებილი”, უპასუხა.

“იცით, არ მინდა დასახელება, ვინმეს რომ არ ვაწყენინო. ყურადღების გარეშე დავტოვებ ამ კითხვას”, განაცხადა ლავროვმა.

წამყვანის კითხვა უკავშირდება ორ შემთხვევას:
2015 წელს, პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საუდის არაბეთში კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა, ლავროვმა დიპლომატის სიტყვის დროს, ჩაიპალარაკა – “დებილი…”

როგორც რუსული პრესა წერს, სავარაუდოდ, ფრაზა ეკუთვნოდა რომელიღაც ჟურნალისტს, რადგანაც შემდეგ ლავროვმა დარბაზში მსხდომთ მიმართა:

“ხელს ხომ არ გიშლით?”

2016 წელს კი ლავროვმა Reuters ოპერატორს “დებილი” უწოდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი