Home ახალი დამატებული ლადო საღღობელაშვილი – შს მინისტრს: ბ-ნო გიორგი, ხომ კარგად ხართ?!

ლადო საღღობელაშვილი – შს მინისტრს: ბ-ნო გიორგი, ხომ კარგად ხართ?!

22 second read
0
27

ლადო სადღობელაშვილი:

_ მივმართავ შსს-ს მინისტრს ბნ მღებრიშვილს: ბ-ნო გიორგი, ხომ კარგად ხართ? რამე ხომ არ გჭირთ? ხომ ხართ ჯანმრთელად? მშვიდობაა თქვენს თავს?! იცით რატომ გეკითხებით ასე, სულ იმის შიში მაქვს, სადმე, შემთხვევით, „პერესტრელკაში” არ მოყვეთ… აი, ისეთში, როგორშიც დღეს მოჰყვა საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომელი!
– თქვენი მინისტრობის პირობებში უკვე გაუსაძლისია ქუჩაში გასვლა-გადაადგილება! უსაფრთხოება პრაქტიკულად არ არსებობს დედაქალაქში და სრულიად საქართველოში! თქვენი “მუშაობა” და თქვენი ახალი კადრების (ნაცების მოტრიალება სტრუქტურაში) მოქმედებას ნამდვილად ვერ დავარქმევდით პოლიციის ღირსეულ მუშაობას!
– სულ თქვენი სიტყვები მახსენდება… “ბალასტი” … “ბალასტი”… “ბალასტი”… შემთხვევით თქვენს მიერ ნახსენები ბალასტი თქვენ თვითონვე ხომ არ ხართ, რომელიც უნდა მოშორდეს შსს-ს!!!
– სრული სერიოზულობით ვიძახი, საქმე იქამდეა მისული, ისეთი განუკითხაობაა და ისეთი მაღალია კრიმინალის დონე ზოგადად საქართველოში, სულ იმის შიში მაქვს, სადმე, ვინმემ, თქვენი დონის ჩინოვნიკს არ ესროლოს შემთხვევით!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *