ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:

_ კუს ყელსაბამზე ფეისბუქზე 9 თებერვალს დაწყებულ აჟიოტაჟს, კუს ყელსაბამებთან დაკავშირებით მეორე დღეს, 2019 წლის 10 თებერვალს სიცრუით გაჯერებული სამაბზაციანი განცხადებით გასცა პასუხი Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმიმმა.

ვითარება ისე აქვთ წარმოჩენილი, რომ თითქოს კუს ყელსაბამთან დაკავშირებით გასულ წლებში გავრცელებული ინფორმაციის გამო, 2013-ში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა “დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით” და რომელმაც დაადგინა, რომ „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს”.

რეალურად, აღნიშნული კომისია კუს ყელსაბამთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო არ შექმნილა. კომისია 11 ადამიანისგან შედგებოდა. მოგვიანებით ერთი თავის სურვილით გამოაკლდა და 10 წევრი დარჩა. მათგან ერთ-ერთი მე გახლდით. ყველა ფურცელი, დოკუმენტი შენახული მაქვს და დღიურებსაც კი ვინახავ.

სხვათა შორის, ეს კომისია ფიროსმანის ნამდვილობას გოგი ხოშტარიას დაჟინებული მზერით ადგენდა. ბატონი გოგი თვეში ერთი-ორჯერ, ხან სამჯერ შემოივლიდა ეროვნული გალარეის იმ საგამოფენო დარბაზში, სადაც ვმუშაობდით. თავის მზერას მიაპყრობდა ფიროსმანის ამა თუ იმ ნახატს; ნამდვილიაო იტყოდა და დამთავრებული იყო საქმე!

საერთო დასკვნას ხელი არ მოვაწერე. თუ რატომ, ეს ვრცლად ავსახე ჩემს საკუთარ დასკვნაში, კულტურის იმჟამინდელ მინისტრს ბატონ გურამ ოდიშარიას წარვუდგინე და მოგვიანებით პრესაშიც გამოვაქვეყნე. სტატიის სათაური ასეთია – განძთმებრძოლნი! აი, ლინკი: http://reportiori.ge/old/?menuid=48&id=22383

რამდენად ცრუ იყო წინა წლებში გამოქვეყნებული ინფორმაცია კუს ყელსაბამზე, ეს ჩემზე უკეთ იცის ბატონმა ალიკო ცინცაძემ (და ყველა იმ ადამიანმა, ვინც დღემდე გულდასმით ადევნებს თვალს ეროვნულ მუზეუმში განვითარებულ მოვლენებს), მან ატეხა განგაში და ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული პასუხის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბატონ ალიკოს განგაშს საფუძველი ნამდვილად ჰქონდა.

ამ ლინკზე თუ დააკლიკებთ, ეროვნული მუზეუმის განცხადებას წაიკითხავთ http://museum.ge/index.php…

და ბოლოს, აქ გადმოვწერ დაახლოებით ერთი საათის წინ დადებული პოსტის ტექსტს, რომელსაც ვიდეო ახლავს – ერთი თემაა და უმჯობესია ერთად ეწეროს
https://www.facebook.com/100006456489634/videos/2799012490323940/?__xts__[0]=68.ARCxRbw-cN-tT5HIX27bQ2wfv3FH7RJGozetV6PYdecseUSOIqhjKgd7xWShPQoOf-W00rSIvXJTgxOBpTjZLiFpA9XHtxs6kr4nnwNJHGN__8OeuCHfjC3weyCHmajoBa49j3Vg_4BrkwYeQZ-758O47BHtwz36hgJOGYU5fXKMJ643BMIZ2bktjZ5rxx6gAdLI7m-RbieCYvTFrSjJEd5aKK12&__tn__=-R
ნინო მიქიაშვილი
1 სთ •
მე ეროვნულმა მუზეუმა ცალსახა უარი მითხრა ფრანქურტში გამოფენილი ექსპონატების შექმნის თარიღსა და მასალის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის გადმოცემაზე. ეს უარი ახსნეს ასე – სანამ ექსპონატები უკან არ დაბრუნდება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თქვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას ვერ მოგაწვდითო Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი – საგანძური სამშობლოში არ დაბრუნებულა და ეს ვიდეო რომ გამოდეთ ინტერნეტში, რომელზეც ჩანს, რომ ოქროს ექსპონატებითაა სავსე საგამოფენო დარბაზი, მე მაინტერესებს, ახლა რითაა დაცული ექსპონატების უსაფრთხოება?!

გუშინ, 2019 წლის 10 თებერვალს გადაღებულ ვიდეოს, რომ აქვეყნებთ და თან ამბობთ, რომ დღეს ბოლო დღეა, ნახეთ ეს ვიდეო და დამშვიდითთო?! ამგვარი ქცევით დაცულია ექსპონატების უსაფრთხოება?! არის თუ არა ლოგიკა ჩემს კითხვებში?
მე შეგნებულად არაფერს ვწერ ბოლო დღეებში კუს ყელსაბამის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე, რადგან ვერ ვხვდები რა ხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 10 თებერვალს ეს ამბავი ჩემი კოლეგებისგან გავიგე, დღის პირველ ნახევარში და ფეისბუქზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მთავარ პროკურატურაში დავრეკე, ლინკიც გავგზავნე. ეს ვიდეო კი გიორგი ფოფხაძის გვერდზე ვნახე, ეროვნული მუზყუმის პრესსამსახურის უფროსს ანა ვერულაშვილს გამოუქვეყნებია. გადმოვწერე და გამოვაქვეყნე აქ, ჩემს გვერდზე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი