Home კულტურა კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთ ძეგლს ანადგურებენ

კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთ ძეგლს ანადგურებენ

21 second read
0
16

“კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთ ძეგლს ანადგურებენ.
აფეთქებული საყდრისის სიახლოვეს გვირაბი გადავიღეთ.

დღეს თბილისიდან მე და დოდო ქაჯაია აფეთქებული საყდრისის გადასაღებად მანქანით წავედით. დაახლოებით სამ საათზე საყდრისში ვიყავით. იქაურობა უპრობლემოდ გადავიღეთ. აღარავინ გამოგვდგომია, არიქა, გადაღება არ შეიძლებაო. რაღა ენაღვლებათ?! -საყდრისი ააფეთქეს და ჯიბეში ჩაიდეს.

დმანისისა და ბოლნისის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვართან, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში შუა საუკუნეების აბანო რომ არის (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი), იმის თავზე ბორცვი აუფეთქებიათ და ახლა იქ ექსკავატორი ტრიალებს, იქიდან ქვის უზარმაზარ ლოდებს, მიწას ქვემოთ ყრის. აბანოს გადაღების საშუალება არ მოგვცეს. 112-ში დავრეკე. დმანისის და კაზრეთის პოლიციიდან მოვიდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს, პაატა გაფრინდაშვილს და სააგენტოს ინსპექციის უფროსს დავურეკე. ინსპექცია წამოვიდა. შეუშვეს თუ არა შიგნით და როგორი მდგომარეობა დახვდათ იქ, ამას ხვალ მეტყვიან (ასე დამპირდნენ). რადგან 112-ში მქონდა დარეკილი, გამოკითხვის ოქმი უნდა შემდგარიყო. ჰოდა, მე და დოდო წავედით კაზრეთის პოლიციაში. გამოკითხვის ოქმები შედგა.

დღევანდელი დღის ამბები ძალიან მოკლედ და მშრალად დავწერე. ფოტო და ვიდეომასალის ატვირთვა აქედან არ შემიძლია. ამას მოგვიანებით გავაკეთებ”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In კულტურა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *