სვანეთის კოშკებთან ფოტოების გადაღებას რა სჯობს, მაგრამ ბოლო დროს, სვანური კოშკები ფონს მეტად სკანდალურ ფოტოებს უქმნის, რაც ნამდვილად უცნაურია. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სასტუმროს აივანზე ტურისტმა მამაკაცმა, სრულიად შიშველმა გადაიღო ფოტო და სოციალური ქსელით გაავრცელა. როგორც ამბობენ, სვანებმა ეს ახალგაზრდა კაცი მოძებნეს და სვანურად გაურჩიეს საქმე, რის შემდეგაც მან ბოდიში მოიხადაო. ამის შემდეგ, შიშველი ფოტო არანაკლებ უცნაურმა ფოტომ შეცვალა (დიდი ალბათობით მონტაჟია, მაგრამ მაინც… ავტ.). ამ შემთხვევაშიც სასტუმრო, ადგილი და ფონი იგივე იყო. პირველ სურათზე თუ კოშკები ორი თითის კომბინაციით იყო ,,მონიშნული“, ამჯერად  ,,მონიშვნა“ უშველებელი ყანწით მოხდა. როგორც ჩანს, სვანებს ეს ფოტო მოეწონათ, რადგან არავის უთქვამს, ბოდიში მოახდევინეს ფოტოზე გამოსახულ პიროვნებას, ან მის დამმონტაჟებელსო.

გასაგებია, რომ ყველა თავისებურად ერთობა, მაგრამ კოშკებს რას ერჩით ხალხო, გასახდელი და ასაცუნცრუკებელი ადგილები გაწყდა?

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი