თალაკვაძის თქმით, კონსტიტუცია იცვლება გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული კონსტიტუციით.
,,ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც დროთა განმავლობაში, ნაწილ-ნაწილ იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ ვის რა ინტერესები ჰქონდა, მმართველობითი თვალსაზრისით. დღეს ეს კონსტიტუცია იცვლება გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული კონსტიტუციით. საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა და პროექტი პრაქტიკულად მზად არის. შესაბამისად, ოპოზიციის ბოიკოტზე განცხადებები ვეღარ იქნება რეალურად ბოიკოტი. უახლოეს დღეებში საჯარო განხილვების ეტაპზე გადავალთ. მოსახლეობას ყველა რეგიონში ექნება შესაძლებლობა გაეცნოს კონსტიტუციის ახალ პროექტს და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.

მივისმინეთ ოპოზიციის განცხადებები, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ ამ კონსტიტუციაზე. კონსტიტუციის ახალ პროექტზე და იმაზე რასაც შევქმნით და დაამტკიცებს პარლამენტი, პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენ, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს არის გრძელვადიან განვითარებაზე შექმნილი კონსტიტუცია.

თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხდა, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის ქუთაისში მუშაობის საკითხზე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი