Home საზოგადოება განათლება კომპანია ლოგიკმეტრის მათემატიკის ჩემპიონატი

კომპანია ლოგიკმეტრის მათემატიკის ჩემპიონატი

22 second read
0
42

ლოგიკმეტრი არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის მათემატიკისა და წიგნიერების მიმართულებებს.

2016-2017 წელს ლოგიკმეტრის მათემატიკის ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობა 275-მა კერძო და საჯარო სკოლამ მიიღო, დარეგისტრირდა 7000 მოსწავლე, ფინალისტი კი 1420 მონაწილე გახდა.

კომპანია ლოგიკმეტრის მიზანია, თავისი წვლილი შეიტანოს გონიერი და წარმატებული თაობის აღზრდაში, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტანდარტებით ჩატარებული ჩემპიონატი სწორედ ამის დასტურია!

დაჯილდოება გაიმართა 2017 წლის 5 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ის საკონფერენციო დარბაზში. მოწვეულები იყვნენ გამარჯვებული სკოლები და კლასის საუკეთესო ათეულები.

გამარჯვებული სკოლები და მათი მოსწავლეები 1 წლით პორტალზე უფასო  წვდომით ისარგებლებენ. საპრიზო ადგილზე გასული მოსწვალეები დაჯილდოვდნენ კომპანია ლოგიკმეტრის და მისი პარტნიორი კომპანიების  მიერ დაწესებული, სახალისო და ორიგინალური პრიზებით.

კომპანია ლოგიკმეტრი მომავალშიც აპირებს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In განათლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *