კოკა კვინიკაძე, საფრანგეთში მცხოვრები უფლებადამცველი:

_ ჯერ პატრიარქს წამლავდა და ქვეყანას დიდი უბედურება ავაცილეთო..მერე, მასე არ გვითქვამს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირს წამლავდაო… შემდეგ სასულიერო პირს კი არა, ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან დაახლოვებულ პირსო. ახლა შეიძლება, არც არავის წამლავდა და უბრალოდ, გასაყიდად გადაჰქონდა ციანიდი საზღვარზეო. ეს ყველაფერი ორ დღეში მოხდა. საინტერესოა, ხვალ რა ვერსიას გააჟღერებთ და ბოლოს რაზე შეჯერდებით? ხვალ რა მტკიცებულება უნდა დადოთ ან რა ჩანაწერი უნდა გამოაქვეყნოთ ვინმემ, რომ ხალხმა ირწმუნოს მისი ავთენტურობა? ვინ დაგიჯერებთ, დადგმული დამონტაჟებული ან მოწყობილი რომ არ არის თქვენი ყველა მტკიცებულება (თან რა ვერსია უნდა ამტკიცოთ ამ დრომდე რომ არც იცით)? მოკლეთ, ცუდ დღეში ხართ და ეს საქმე კიდევ ბევრჯერ დაგხვდებათ წინ!! ძალიან ფაქიზ თემაზე, ძალიან დიდი იაღლიში მოგივიდათ. ნუთუ არავინ გყავთ კეთილის მსურველი, რომ გითხრათ ასეთ თემებთან ასეთი თამაში არ ვარგა.?! თან ძალიან არ ვარგა!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი