საზოგადოება

კობა დავითაშვილი: შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ ჩემს ჭირისუფალს ჩემი დაკრძალვა დამჯდარ მდგომარეობაში მოუწიოს

,,ბოდიშს ვუხდი პირადად კობა დავითაშვილს….მეგონა არასწორი იყო ის გადაწყვეტილება, რაც ზუგდიდის საკრებულომ გამოიტანა, მაგრამ აი, რა კომენტარი გააკეთა ჩემს დადებულ პოსტზე ბატონმა კობამ…….” _ წერს სოციალურ ქსელში Mari Mari
კობა დავითაშვილის კომენტარი  კი ასეთია:
,,ყველაფერზე ნუ ღადაობთ ხალხო, მე მჭირს მაგალითად ისეთი დაავადება (ბეხტერევს), რომ ხერხემალი გამიქვავდა უკვე და ჯერი სახსრებზეა. შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ ჩემს ჭირისუფალს ჩემი დაკრძალვა დამჯდარ მდგომარეობაში მოუწიოს. ძვლებში დამტვრევას და ამ ნამტვრევების გროვის დამარხვას არც მე ვისურვებდი. არიან უპატრონო მოხუცები, ვინც დამჯდარ მდგომარეობაში გარდაიცვალნენ და გვიან იპოვნეს, გვამური გაშეშება კი უკვე დასრულებული იყო. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა თითქმის ყველა საკრებულოს მიერ ეგ წესი დადგენილი”.

ეს ყველაფერი კი მოყვა ზიგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებას, რადგან საკრებულომ, მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, აღნიშნული წესი არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს მიღებული და მედიაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული წესი ეს არის განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მიცვალებულის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მოყვანა ვერ ხერხდება.

„გვქონდა ამის მაგალითები, როდესაც უპატრონო მიცვალებული გაიყინა და მისი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაკრძალვა სასაფლაოების ოპერატორმა ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, დადგინდა მიწაყრილის პარამეტრი. ჩვენ არ ვცვლით წესს და არც ვინმეს ვეუბნებით, რომ მიცვალებული დამჯდარი დაკრძალონ, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევები“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 4 მაისს მიღებული დადგენილების “მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის”, ერთ-ერთ პუნქტში “სასაფლაოების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ” მითითებულია, რომ გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close