ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ლარის 4 პუნქტით გაუფასურებას ეხმაურება და განმარტავს, რომ წინასაარჩევნოდ ეროვნულ ბანკს ლარის გამყარებისთვის ინტერვენციები არ განუხორციელებია და ის, რაც დღეს ხდება არის ჩვეულებრივი პროცესი.

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით, ორჯერ გაუფასურების მიმართულებით და ზოგჯერ გამყარების მიმართულებით. როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები, ისე საქართველოს ეროვნული ბანკი არ აკეთებს და არ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიანი რყევებთან დაკავშირებით. დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი“-განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები
Загрузка...