27 აპრილს, სასტუმრო „რუმს“-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს შორის (Bench-Bar შეხვედრები). ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მეხუთე ღონისძიება, სადაც სამივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს: მტკიცებულებათა დასაშვებობა, წინასასამართლო სხდომა, დათვალიერების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებთან, კომპიუტერული სისტემიდან მონაცემების (ვიდეო-ჩანაწერების) გამოთხოვასთან და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები.

Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა.

დავით ასათიანი:

 _ ჩვენი სამუშაო შეხვედრა შეეხება წინა სასამართლო სხდომის პრობლემატიკას და ატუალურ საკითხებს. მათ შორის ფარული საგამოძიებო საქმიანობის შედეგად, ან ფარული ჩანაწერების თუ მათი დასაშვებობისა და ლეგიტიმურობის საკითხებს წინა სასამართლო სხდომის ეტაპზე.

 აღნიშნული შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას სისხლის სამართალწარმოების პროცესში და საერთო ჯამში, ეს ხარისხიანი მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასეთი შეხვედრების მიზანი მართლმსაჯულების ნდობის ამაღლებაა.

შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია და მომავალშიც იგეგმება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი