Home ახალი დამატებული კითხვები, რომლებიც თბილისის მერს აქციის მონაწილეებმა მისწერეს

კითხვები, რომლებიც თბილისის მერს აქციის მონაწილეებმა მისწერეს

22 second read
0
40

თბილისის მერიის წინ უსახლკარო მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქციის მიმდინარეობის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციის – „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ ხელმძღვანელმა, თამარ იოვაშვილმა თბილისის მერს  _ დავით ნარმანიას წერილი გაუგზავნა:

„ქ.თბილისის მერს ბატონ დავით ნარმანიას

ააიპ “უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის”

თავმჯდომარის თამარ იოვაშვილის

განცხადება

ბატონო დავით,  მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია წლების მანძილზე მუშაობს უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა საკითხებზე. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N7/56204 დადგენილების მიხედვით დამტკიცდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი.  ქ.თბილისის მერიამ დაიწყო უსახლკაროთა რეგისტრაცია და შექმნილია შესაბამისი კომისია. ჩვენი საქმიანობის  პროფილიდან გამომდინარე, ჩვენთვის „დაინტერესებულ პირებს” წარმოადგენენ ბენეფიციარები, ე.წ. „უსახლკაროები” . სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან, თქვენი უშუალო კომპეტენციის ფარგლებში გვაქვს რამდენიმე შეკითხვა, კერძოდ :

-აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, რა ეტაპზეა უსახლკაროთა რეგისტრაცია?

-რა ბედი ეწიათ მათ, ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია დადგენილების საფუძველზე?

-რამდენმა  ადამიანმა(ოჯახმა)  გაიარა  რეგისტრაცია?

– როგორია კომისიის გადაწყვეტილება, რამდენი ადამიანი (ოჯახი) მიიღებს უსახლკაროთა სტატუსს?

სად და რა ფორმით დაკმაყოფილდნენ (დაკმაყოფილდებიან) უსახლკაროები?

 ბატონო დავით, მოგეხსენებათ საქართველოში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი -თბილისში არსებული უსახლკარო ადამიანების რაოდენობა და მათი სავალალო მდგომარეობა, ამიტომ გთხოვთ უმოკლეს ვადებში გვაცნობოთ პასუხი აღნიშნულ კითხვებზე.

 წინასწარ გიხდით მადლობას  ყურადღებისათვის. იმედი გვაქვს რომ მივიღებთ სრულყოფილ პასუხს.

პატივისცემით, ააიპ “უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის”

                                                                         თავმჯდომარე                                                         თ.იოვაშვილი/

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *