წინასწარი ინფორმაციით, ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 70-მდე მაღაზია იწვის. მოვაჭრეთა ნაწილმა შეძლო პროდუქციის გამოტანა. ზარალის ოდენობა უცნობია. ასევე ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ვერსიებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.

ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მერი და ადგილობრვი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათი თქმით, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.

“იწვის ყველაზე ძვირადღირებული საქონელი სადაც იყო, ის ადგილი და მე მიკვირს უბრალოდ, კითხვა ჩნდება ალბათ, მთელს საქართველოში რატომ ჩნდება ეს ხანძრები აი ასე და ალბათ, დაადგენენ ამას ყველაფერს,” – აცხადებს ფოთის მერი, ირაკლი კაკულია.

rustavi 2

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი